ნატალი პორტმანი (38 წლის)
  • მსახიობი
  • 09 ივნისი, 1981 წელი - დაიბადა იერუსალიმში
  • 2003 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ოსკაროსანი ამერიკელი-ებრაელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმ „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარულ საფრთხეში“ დედოფალ ამიდალას პერსონაჟის განსახიერებით. 
    ნატალი პორტმანის სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „ლეონი“(1994), რომელშიც ჯან რენოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ფილმმა კრიტიკოსთა და მაყურებელთა ყურადრება გამოსვლისთანავე მიიპყრო. ფილმის გადაღების შემდეგ, პორტმანმა სკოლაში განაგრძო სწავლა. საზაფხულო არდადეგების პერიოდში მონაწილეობა მიიღო ფილმში „განვითარებადი“(1994). „ლეონში“ შესრულებული როლით მოხიბლულმა რეჟისორმა ტედ დემმა, პორტმანი მიიწვია ფილმ „ლამაზი გოგონების“ გადაღებებზე, რომელიც 1996 წელს გამოვიდა. 1997 წლიდან მონაწილეობას იღებს „ვარსკვლავური ომების“ გადარებებში. პირველი სერია 1999 წელს გამოვიდა, რომელშიც პორტმანი პადმე ამიდალას - ნაბუს დედოფლის პერსონაჟს განასახიერებდა. მიუხედავად კრიტიკოსთა უარყოფითი შეფასებისა, ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 924 მილიონი დოლარის მოგება მოგება მიიღო, ხოლო პორტმანმა მსოფლიო ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა.
    2000 წლებიდან მოყოლებული პორტმანი უკვე სერიოზული როლების განსახიერებას იწყებს. 2001 წელს პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სახალხო თეატრის სპექტაკლში „თოლია“ მერილ სტრიპთან, კევინ კლაინთან და ფილიპ სეიმორ ჰოფმანთან ერთად. 2005 წელს ის ნომინირებული იყო ოსკარზე და მოიგო ოქროს გლობუსი ფილმში „სიახლოვე“ განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. იმავე წელს პორტმანის მონაწილეობით გამოვიდა პოლიტიკური თრილერი „V ნიშნავს ვენდეტას“, რისთვისაც თავის გადაპარსვა და ინგლისური აქცენტის ათვისება მოუწია. აგრეთვე, პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა:  „გოიას ლანდები“ (2006), „კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ (2008), „სხვა ქალი“(2009), „ჰეშერი“(2010). 2010 წელს პორტმანისა და მილა კუნისის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „შავი გედი“, რისთვისაც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარის ჯილდო მოიპოვა.
    სამსახიობო კარიერის პარალელურად პორტმანს ჩატარებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა, რომლის საფუძველზეც მისი ავტორობით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა. ნატალი პორტმანი 8 წლიდან ვეგეტერიანელია. იგი ცხოველური წარმოშობის პროდუქტს არ მიირთმევს. 2007 წლიდან ნატალი პორტმანმა ფეხსაცმელების კომპანია დაარსა, რომელიც ხელოვნური მასალისგან შექმნილ ფეხსაცმელებს დღემდე წარმატებით ჰყიდის.
    ამჟამად, პორტმანი აგრძელებს სამსახიობო კარიერას. პორტმანის მონაწილეობით, 2021 წელს გამოვა ფილმი „თორი: სიყვარული და ელვა“.

  • ჰყავს ქმარი - ბენჟამინ მილეპიედი, ქორეოგრაფი და მოცეკვავე, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს. დედა - შელი ჰერშლაგი, რომელიც ნატალის აგენტად მუშაობს, ხოლო მამა - ავნერ ჰერშლაგი, გინეკოლოგი. 

  • არის ისრაელისა და ამერიკის მოქალაქე
  • მისი ჰობია კითხვა, წერა, ცეკვა და ციგურებზე სრიალი.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top