გიორგი გაბედავა (28 წლის)
  • სამოქალაქო აქტივისტი
  • 02 აპრილი, 1991 წელი - დაიბადა ქალაქ ზუგდიდში
  • არასრული უმაღლესი

  • რეჟისორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი. იგი ამჟამად, „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარეა. ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბება და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის დაცვაა. სწორედ, ამ პათოსით განმსჭვალული იგი რამდენიმე აქციისა და კონტრაქციის ორგანიზატორია. ხან ადამიანის უფლებებს იცავს, ხან კორუფციის წინააღმდეგ გამოდის და ხან უკანონო დაკავებებს აპროტესტებს. 2018 წელს, როდესაც ერთ-ერთი აქციის დროს, ის „9 აპრილის“ მემორიალთან მისვლას ცდილობდა, პოლიციამ (მისი თქმით, უსამართლოდ) დააკავა და ციხეში ჩასვა. ეს მისი დაპატიმრების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2009 წელს „მიშას პერიოდში, ერთ-ერთი აქციის დროს, ის, ასევე უკანონოდ დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეუქმნეს. 2012 წელს, როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღგდებოდა. თუმცა, იმედები არ გაუმართლდა და მისი აზრით, სასიკეთოდაც არაფერი შეიცვალა. გაბედავას თქმით, იმ პირებმა, რომლებმაც მის ცემაში მონაწილეობა მიიღეს, კვლავ მაღალი თანამდებობები შეინარჩუნეს და პასუხისგებაშიც არ მიეცნენ. სწორედ, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, იმისა თუ „ნაციონალებთან“ ერთად, რატომ დაუპირისპირდა  ხელისუფლებას. „პოლიტპატიმრებმა მოგიყვანეთ ციხეში და ჩვენვე დაგამთავრებთ“ - ამ სიტყვებით მიმართა მან ერთხელ „ოცნებას“.  
    იგი იყო ასევე, რუსეთში მოღვაწე სოსო პავლიაშვილის პროდიუსერი. იქ ყოფნის დროს ის დაჭრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის გარდა პროდუსერობისა, პავლიაშვილის ნათლულიცაა.

     

  • ჰყავს მეუღლე და ვაჟი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ინტერესების სფეროა რეჟისურა და ადამიანის უფლებების დაცვა.
  • იგი არის ავტორი დოკუმენტური ფილმისა, რომელიც ასახავდა ციხეებში პატიმრების მდგომარეობას. წლების განმავლობაში მუშაობდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“. ამჟამად, ცხოვრობს შვედეთში. მისი თქმით, იგი იძულებული იყო გაქცეულიყო ამ ქვეყნიდან, თუ მშვიდობა სურდა.

ეს პერსონა
Top