ტომ კრუზი (57 წლის)
  • მსახიობი, პროდიუსერი
  • 03 ივლისი, 1962 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი.  
    სამსახიობო კარიერის დასაწყებად, კრუზი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მისი სადებიუტო ფილმი იყო „უსასრულო სიყვარული“(1981), რომელშიც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. ამის შემდეგ, მონაწილეობს ფილმებში „აუთსაიდერები“(1983) და „ყველა სწორი სვლა“(1983). ფილმი, რომელმაც ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა იყო „სარისკო საქმე“, რომლის შემდეგაც, კრუზი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა ჰოლივუდში. 1986 წელს ფილმში „საუკეთესო მსროლელი“ შესრულებული როლით, მსახიობმა ვარსკვლავის სტატუსი განიტმკიცა. 
    1990-იანი წლებიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა მსახიობისთვის. ტომ კრუზი ნიკოლ კიდმანთან ერთად მონაწილეობს ფილმებში: „ჭექა-ქუხილის დღეები“(1990) და „შორს“(1992). აღსანიშნავია, რომ გადაღებების დროს, წყვილს შორის სასიყვარულო კავშირი ჩამოყალიბდა, რომელიც საბოლოოდ, ქორწინებით დამთავრდა. მათი სიყვარულის ისტორია ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს რომანად ითვლებოდა. 1994 წელს მსახიობი ბრედ პიტთან, ანტონიო ბანდერასთან და კრისტიან სლატერთან ერთად მონაწილეობს ფილმში „ინტერვიუ ვამპირთან“. 
    აღსანიშნავია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისიც ტომ კრუზისთვის დიდი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდა. როგორც ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი მონაწილეობს ისეთ ცნობილ და მაღალშემოსავლიან ფილმებში, როგორიცაა: „ვანილის ცა“(2001), „განსხვავებული აზრი“(2002), „უკანასკნელი სამურაი“(2003), „სამყაროთა ომები“(2005) და ა.შ. 
    სამსახიობო კარიერის გარდა, კრუზს სულიერ სამყაროზეც არ ავიწყდება ზრუნვა. ის 1990 წლიდან გახლავთ საიენტოლოგიის მიმდევარი და ეკლესიასთან დაკავშირებულ სოციალურ პროგრამებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ კრუზის რელიგიურმა არჩევანმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსახიობის პირად ცხოვრებაზე. ამერიკული მედიის თანახმად, ნიკოლ კიდმანთან დაშორების შემდეგ, შვილებმა დედაზე უარი თქვეს, რადგან ნიკოლი არ იყო საიენტოლოგი. ხოლო მესამე ცოლი, ქეით ჰოლმსი კრუზს იმიტომ გაშორდა, რომ ბავშვი საიენტოლოგიისგან დაეცვა. 

  • ამჟამად არ არის დაქორწინებული. პირველი ცოლი - მიმი როკერსი, მსახიობი, რომელსაც 1980 წელს გაშორდა. 
    მეორე ცოლი - ნიკოლ კიდმანი, მსახიობი, რომელზეც 1990 წელს იქორწინა. მათ ორი ბავშვი იშვილეს. 2001 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა.
    მესამე ცოლი - ქეითი ჰოლმსი, მსახიობი, რომელსაც 2012 წელს დაშორდა. ჰყავთ ერთი შვილი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს დევიდ ბეკჰემთან, ჯონ ტრავოლტასთან, ვილ სმიტთან, რენე ზელვეგერთან ....

  • მისი ჰობია პარაშუტით ხტომა და ფარიკაობა.
ეს პერსონა
Top