რობერტ დაუნი უმცროსი (54 წლის)
  • მსახიობი
  • 04 აპრილი, 1965 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორ ამერიკელი მსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა  მრავალფეროვანი როლების შესრულებით ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „რკინის კაცი“, „შერლოკ ჰოლმსი“, „ჩაპლინი“ და ა.შ
    რობერტ დაუნი უმცროსმა სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ პატარაობაში დაიწყო. ხუთი წლის იყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო მამამისის, რობერტ დაუნი უფროსის მიერ გადაღებულ ფილმში - „ფუნტი“(1970). ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, დამხმარე როლებს ასრულებდა ისეთ ფილმებში როგორიცაა: „უცნაური მეცნიერება“(1986) და „უკან სკოლაში“(1986). 
    1990-იან წლებში, მსახიობი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ არაერთ ხმაურიან სკანდალში გაეხვა. აღსანიშნავია, რომ  პატარაობაში რობერტ დაუნი „ნარკოტიკების გარემოცვაში“ იყო. მამამისმა შვილს, 6 წლის ასაკში მისცა მარიხუანის მოხმარების საშუალება. მოგვიანებით, დაუნიმ განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარება მასა და მამას შორის ემოციურ კავშირად იქცა და ისიც აღიარა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამა-შვილი ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკებს. 
    1992 წელს დაუნის კარიერაში აღმავლობის პერიოდი დადგა. შეასრულა ჩარლი ჩაპლინის როლი ფილმში „ჩაპლინი“, რომელმაც მოუტანა ოსკარის პირველი ნომინაცია საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რობერტ დაუნი გარკვეული პერიოდი ეკრანებზე ნაკლებად ჩანდა. 2000 წლებიდან დაუბრუნდა დიდ ეკრანებს და მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა „გოთიკა“(2003), „გაფრენილი კოცნა“(2005), „ზოდიაქო“(2007). ამავე წელს რობერტ დაუნი რკინის კაცის როლზე დაამტკიცეს. ფილმი „რკინის კაცი“  2008 წლის 30 აპრილს გამოვიდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ მედიაფრენჩაიზს Marvel-ის კინოსამყაროს. ფილმა მალევე მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ხოლო შემოსავალმა $585 მლნ-ს გადააჭარბა.
    2008 წელს ითამაშა ფილმ „ტროპიკულ ქარიშხალში“ და შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის მეორე ნომინაცია. რობერტ დაუნიმ  შერლოკ ჰოლმსის როლი ითამაშა გაი რიჩის ფილმებში -  შერლოკ ჰოლმსი(2009) და „შერლოკ ჰოლმსი: ჩრდილების თამაში“ (2011). პირველ ნაწილში განხორციელებული როლისთვის გადაეცა მეორე ოქროს გლობუსი.

  • პირველი ცოლი - დებორა ფალკონერი, მსახიობი და მომღერალი. ერთმანეთს ოფიციალურად, 2004 წელს დაშორდნენ. ჰყავთ საერთო შვილი. მეორე ცოლი - სიუზან ლევინი, პროდიუსერი, რომელზეც 2005 წელს იქორწინა და დღემდე ერთად ცხოვრობენ. ჰყავთ ორი შვილი. 
    დედა - ელსი ფორდი, მსახიობი, ხოლო მამა - რობერტ დაუნი უფროსი, მსახიობი და რეჟისორი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს მელ გიბსონთან, ჯუდ ლოუსთან, გვინეტ პელტროუსთან, მარკ რუფალოსთან...

  • მისი ჰობია ხატვა, მუსიკა და კუნგ ფუში ვარჯიში.
ეს პერსონა
Top