ვიოლა დევისი (54 წლის)
  • მსახიობი, პროდიუსერი
  • 11 აგვისტო, 1965 წელი - დაიბადა სამხრეთ კაროლინაში
  • 1988 წელს დაამთავრა როდ აილენდის კოლეჯი  თეატრალურის სპეციალობით. ასევე, სწავლობდა ჯულიარდის სკოლაში.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სამი სამსახიობო გვირგვინის: ოსკარის, ემის და ტონის ჯილდოს მფლობელი. 
    დევის მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ფილმში, მათ შორის: „მხედველობის მიღმა“(1998), “ტრაფიკი”(2000), „სოლარისი“(2002) და ა.შ. ფილმების პარარელურად, დევისი ბროდვეის სცენაზეც გამოდიოდა. 2010 წელს დენზელ ვაშინგტონთან ერთად მიიღო მონაწილეობა სპექტაკლში „ღობეები“. დადგმაში მონაწილეობისთვის, დევისმა ტონის ჯილდო მიიღო. 2011 წელს ვიოლა დევისი ემა სტოუნთან, ოქტავია სპენსერთან და ჯესიკა ჩესტეინთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფილმში „დახმარება“. 1960-იანი წლების დრამაში ნაჩვენებია რასობრივი სეგრეგაცია თეთრკანიან დიასახლისებსა და აფრო-ამერიკელ მოსამსახურეებს შორის. დევისისთვის პერსონაჟთა გამოცდილება უცხო არ იყო. მისი თქმით: „ამ ისტორიის ქალები დედაჩემს და ბებიაჩემს ჰგავდნენ. სამხრეთში დაბადებული და გაზრდილი ქალები, რომლებიც ბამბის მინდვრებში მუშაობდნენ, ზრუნავდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხვების შვილებზე“. 
    2014 წელს დევისი მონაწილეობს სერიალში "როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში" და ასრულებს პროფესორ ანალიზ კითინგის როლს. დევისმა შესრულებული როლისთვის ემის ჯილდო მიიღო დრამატულ სერიალში გამორჩეული წამყვანი მსახიობისთვის, რითაც შექმნა ისტორია - გახდა პირველი აფრო-ამერიკელი შემსრულებელი, რომელმაც ეს  ჯილდო მოიპოვა. 

  • ჰყავს მეუღლე - ჯულიუს ტენონი, რომელზეც 2001 წელს დაქორწინდა. 2011 წელს იშვილეს ბავშვი, რომელსაც ერთად ზრდიან. დედა - მერი ელისი, ხოლო მამა - დენ დევისი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს მერილ სტრიპთან, ოქტავია სპენსერთან, ქეით ბლანშეტთან, სეიმურ ჰოფმანთან...

  • მისი ჰობია წერა და თეატრში თამაში.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top