ჰოლი ბერი (53 წლის)
  • მსახიობი
  • 14 აგვისტო, 1966 წელი - დაიბადა კლივლენდში
  • ცოტა ხნით სწავლობდა კაიაჰოგას საზოგადოებრივ კოლეჯში, სამაუწყებლო ჟურნალისტიკის მიმართულებით. 

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სილამაზის დედოფალი. კარიერის დასაწყებად ბერი ჯერ ჩიკაგოში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კატალოგის მოდელად დაიწყო მუშაობა. თუმცა, სანამ სამსახურს იშოვიდა, ფინანსური რესურსების გარეშე დარჩა, რის გამოც გარკვეული პერიოდი თავშესაფარში ცხოვრობდა. 1989 წლის ბოლოს ბერის ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა. ის „ABC”-ის სატელევიზიო სერიალში „ცოცხალი თოჯინები“ ემილი ფრანკლინის როლზე დაამტკიცეს. 1991 წელს სადებიუტო როლი შეასრულა ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“. ფილმი, რომელმაც ფართო საზოგადოებაში პოპულარობა მოუტანა, იყო რომანტიული კომედია „ბუმერანგი“(1992), რომელშიც ედი მერფისთან ერთად თამაშობდა. 2000-იან წლებში ბერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო ჰოლივუდში.
    ჰოლი ბერიმ ყველაზე მეტი დადებითი შეფასება კრიტიკოსთა მხრიდან  „მონსტრების მეჯლისში“(2001) შესრულებული როლისთვის მიიღო. აღნიშნული როლით ბერიმ ოსკარის ჯილდო მიიღო, რითაც ის გახდა პირველი აფრო-ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი გაიმარჯვა. 2002 წელს ის შეუერთდა ლეგენდარული „ბონდის გოგონების“ რიგებს და ჯინქსის როლი შეასრულა ფილმში „მოკვდი სხვა დღეს“. 
    ჰოლი ბერი ჰოლივუდში ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად არის აღიარებული, რომელიც თითოეულ  ფილმში შესრულებული როლით $14მლნ. გამოიმუშავებდა. 2008 წელს, „NBC”-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 42 წლის მსახიობი „ყველაზე სექსუალურ შავკანიან ქალად“ დასახელდა. 

  • არის განქორწინებული. პირველი მეუღლე - დევიდ ჯასთისი, ბეისბოლის მოთამაშე რომელსაც 1997 წელს გაშორდა. მეორე მეუღლე - ერიკ ბენეტი, მომღერალი და კომპოზიტორი, რომელსაც 2005 წელს დაშორდა. ჰყავთ საერთო შვილი. მესამე მეუღლე - ოლივიერ მარტინეზი, მსახიობი, რომელსაც 2016 წელს დაშორდა. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ფრედ დარსტთან, ნიკოლ ქიდმანთან, კერი ვაშინგტონთან...

  • მისი ჰობია ვარჯიში.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top