დემი მური (57 წლის)
  • მსახიობი და მოდელი
  • 11 ნოემბერი, 1962 წელი - დაიბადა ნიუ მექსიკოში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი და მოდელი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთ ფილმებში შესრულებული რომელიბით,  როგორიცაა: „მოჩვენება“, „გუშინ ღამით მომხდარი“, „სტრიპტიზი“ და ა.შ.
    დემი მურმა თავდაპირველად სამოდელი საქმიანობით დაიწყო მოღვაწეობა. 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტო „Elite Modeling Agency“-თან გააფორმა კონტრაქტი. მურის სამსახიობო დებიუტი 1981 წელს შედგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო  ფილმში „არჩევანი“. ამის შემდეგ, დემი მური შეუერთდა  ABC-ის სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოს“ მსახიობთა გუნდს, რომელშიც გამომძიებელი ჟურნალისტის პერსონაჟს განასახიერებდა. 
    1980-იანი წლების შუა პერიოდიდან მსახიობის კარიერული წინსვლა იწყება. 1984 წელს მენდი მურის მონაწილეობით გამოდის ფილმები „ყველაფერი რიოს ბრალია“ და „მხოლოდ დიდი გრძნობა“. საერთაშორისო პოპულარობა მოიპვა ფილმ „წმინდა ელმოს ხანძარში“(1985) შესრულებული როლით, რომელმაც მსახიობს დიდი კომერციული მოგება მოუტანა. 
    დღემდე, მსახიობის ყველაზე წარმატებულ ფილმად ითვლება რომანტიკული მელოდრამა „მოჩვენება“, რომელიც 1990 წელს გამოვიდა. პატრიკ სუეიზისთან და ვუპი გოლდბერგთან ერთად შესრულებულმა როლმა, მსახიობს პირველი ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა. 1995 წლისთვის, მენდი მური ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. 1997 წელს მენდი მურის მონაწილეობით გამოვიდა რიდლი სკოტის ფილმი „ჯარისკაცი ჯეინი“, რომელში მონაწილეობისთვისაც მსახიობს თავის გადაპარსვა მოუწია. იმავე წელს მურის მონაწილეობით გამოვიდა ავუდი ალენის ფილმი „განვიხილოთ ჰარი“. 2000 წელს მსახიობმა კარიერაში შესვენება აიღო და დიდ ეკრანებს 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 2003 წელს მენდი მურის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „ჩარლის ანგელოზები: სავსე ხახა“, რომელმაც მსახიობს დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. 
    სამსახიობო კარიერის გარდა, მენდი მურის პირადი ცხოვრება არაერთხელ გახდა ყვითელი პრესის განხილვის თემა. ჰოლივუდში მას მეტსახელი „Gimme Moore“ შეარქვეს, იმის აღსანიშნად, რომ იგი ფილმში მონაწილეობისთვის ზედმეტად დიდ ანაზღაურებას ითხოვდა, რაც ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. 
    2019 წლის 24 სექტემბერს გამოვიდა მენდი მურის მემუარები „Inside Out“, რომელშიც მსახიობი თავის სამსახიობო კარიერასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს. 

  • ამჟამად არ არის დაქორწინებული. პირველი ქმარი  - ფრედი მური, მომღერალი, რომელზეც 1980 წელს იქორწინა. მათი დაოჯახება მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ფრედმა ცოლი მიატოვა და 17 წლის მენდიზე იქორწინა. წყვილი ერთამნეთს 1985 წელს დაშორდა.
    მეორე ქმარი - ბრიუს ვილისი, მსახიობი, რომელზეც 1987 წელს იქორწინა. ჰყავთ 3 საერთო შვილი. ერთმანეთს 2000 წელს დაშორდნენ. 
    მესამე ქმარი - ეშტონ კაჩერი, მსახიობი, რომელზეც 2005 წელს იქორწინა. მათი ურთიერთობაც ტაბლოიდური ჟურნალების განხილვის საგანი გახდა, რადგან დემი მური ქმარზე 15 წლით უფროსი იყო. წყვილი ერთამენთს 2012 წელს დაშორდნენ. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯენიფერ ენისტონთან, კეით ჰიუდსონთან, კორტნი კოქსთან, მადონასთან...

ეს პერსონა
Top