ჯენიფერ გარნერი (47 წლის)
  • მსახიობი
  • 17 აპრილი, 1972 წელი - დაიბადა ჰიუსტონში
  • 1994 წელს დაამთავრა დენისონის უნივერსიტეტი და მოიპოვა თეატრალური ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება „პერლ ჰარბორში“(2001) შესრულებული როლით მიიპყრო. გარნერმა კინო კრიტიკოსთა აღიარება  სიდნი ბრისტოუს როლის შესრულებით მოიპოვა, რომელიც ABC-ის სატელევიზიო სერიალში  „ჯაშუში“(2001) შეასრულა. აღნიშნული როლისთვის, გარნერმა  ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო ქალი მსახიობისთვის მოიპოვა.
    გარნერი გადაიღეს ისეთ მხატვრულ ფილებში, როგორიცაა სტივენ სპილბერგის „აბა დამიჭირე“(2002), ტობი სტივენსის - „თავქარიანი“(2003) და ა.შ. 2007 წელს შედგა მისი დებიუტი ბროდვეის სცენაზე, სადაც როქსანას როლი ითამაშა სპექტაკლში „სირანო დე ბერჟერაკი“.
    ჯენიფერ გარნერს შესრულებული აქვს მთავრი როლები ფილმებში: „13-იდან 30-ში“(2004), „ტყუილის გამოგონება“(2009), „წმინდა ვალენტინის დღე“(2010), „დალასის შემსყიდველთა კლუბი“(2013) და ა.შ
    სამსახიობო კარიერის გარდა, გარნერი აქტიურად არის ჩართული სკოლამდელი ასაკის ბავშვებში განათლების გავრცელებასა და ხელშესწყობის პროცესში. ამჟამად არის საერთაშორისო ორგანიზაციის „Save the Children“-ის საბჭოს წევრი. 

  • არის განქორწინებული. პირველი ქმარი - სკოტ ფოლეი, მსახიობი და რეჟისორი. 2004 წელს დაშორდნენ. მეორე ქმარი - ბენ აფლეკი, მსახიობი, რომელსაც 2018 წელს დაშორდა. ჰყავთ სამი შვილი. დედა - პატრიცია ანა, ინგლისურის მასწავლებელი, ხოლო მამა - ვილიამ გარნერი, ქიმიური ინჟინერი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს რიზ ვიზერსპუნთან, მეტ დეიმონთან, ჯენიფერ მეიერთან...

  • მისი ჰობია ფერმაში მუშაობა და მცენარეების მოვლა.
ეს პერსონა
Top