პენელოპე კრუსი (45 წლის)
  • მსახიობი, მოდელი
  • 28 აპრილი, 1974 წელი - დაიბადა მადრიდში, ესპანეთში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც თავისი სილამაზითა და შესრულებული როლებით, კინოსამყაროში სწრაფად დაიმკვიდრა თავი. 
    პენელოპა კრუზი 15 წლის იყო, როდესაც სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც, ის არაერთ მუსიკალურ ვიდეოში გადაიღეს. პენელოპას სამსახიობი დებიუტი შედგა ფილმში „შაშხი, შაშხი“(1992), სადაც ახალგაზრდა ქალის, სილვიას პერსონაჟი განასახიერა. შესრულებული როლით პენელოპა საერთაშორისო ყურადრების ცენტრში მოექცა. მისი სილამაზით მოხიბლულმა კრიტიკოსებმა, პენელოპას ესპანეთის სექს-სიმბოლოც კი უწოდეს. 1993-1996 წლებში მსახიობი ათამდე ესპანურ ფილმში გამოჩნდა. 2000 წელს კი, ნიუ-იორკში სამსახიობო კარიერაში წარმატების მიღწევის მიზნით, გადავიდა საცხოვრებლად. 2001 წლიდან იწყება მსახიობის აღმავლობი ხანა. პენელოპამ ტომ კრუზთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ვანილის ცა“(2001), ხოლო ჯონი დეპთან ერთად ითამაშა ფილმში „კოკაინი“(2001). 
    21-ე საუკუნის დასაწყისში პენელოპა მონაწილეობს როგორც ინგლისურენოვან, ასევე ესპანურენოვან ფილმებში. 2005 წელს მეთიუ მაკ-კონაჰისთან ერთად მონაწილეობს კომედიური ჟანრის ფილმში „საჰარა“. 2008 წელს სკარლეტ იოჰანსონთან და ხავიერ ბარდემთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“. ფილმში შესრულებული როლისთვის, პენელოპამ ოსკარის ჯილდო მოიპოვა. 2009 წელს პენელომა მონაწილეობს პედრო ალმადოვარის ფილმში „შეწყვეტილი ამბორი“. აღსანიშნავია, რომ პენელოპა ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადოვარის მუზა იყო და მსახიობი არაერთ ფილმში გადაიღო. 2011 წელს გადასაღებ მოედანზე კვლავ ჯონი დეპთან ერთად გამოჩნდა. მათი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე“. 
    სამსახიობო კარიერის გარდა, კრუზი მოდის სფეროშიც აქტიურად არის ჩართული. 2001 წელს მონაწილეობა მიიღო „Mango“-სა და „Ralph Lauren“-ის სარეკლამო კამპანიებში. 2006 წელს იყო ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის „L'Oréal“-ის სახე, რისთვისაც 2 მლნ. დოლარის ჰონორარი მიიღო. 
    კარიერაში გარკვეული ხნის პაუზის შემდეგ, კრუზი დიდ ეკრანებს 2018 წელს დაუბრუნდა. მისი მონაწილეობით გამოვიდა სერია: „ამერიკული დანაშაულის ისტორია“, რომელშიც დონატელა ვერსაჩეს როლი განასახიერა. 

  • ჰყავს ქმარი - ხავიერ ბარდემი, მსახიობი, რომელზეც 2010 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. დედა - ენკარნა სანჩეზი, სტილისტი, ხოლო მამა - ედუარდო კრუზი, ავტომექანიკოსი. 

  • არის ესპანეთის მოქალაქე
  • მეგობრობს სალმა ჰაიეკთან, სკარლეტ იოჰანსონთან, ქით ვინსლეტთან, ჯონი დეპთან...

ეს პერსონა
Top