კობა ბენდელიანი (57 წლის)
  • საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ანალიტიკური სამსახურის უფროსი,
  • 16 იანვარი, 1962 წელი - დაიბადა სოხუმში
  • დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, თავისი ჟურნალისტური საქმიანობით. 1999 წლიდან  „ინტერპრესის“ დაარსებიდან მუშაობს ამ სააგენტოში და აქტიურად აშუქებს, როგორც პოლიტიკის, ასევე კონფლიქტების საკითხებს. ჟურნალისტობა 1994 წლიდან გადაწყვიტა, აფხაზეთის ომის შემდგომ, განსაკუთრებით ამ თემით დაინტერესდა. პროგრამა „ალიონისთვის“ ჩაწერა ინტერვიუ სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერ ვლადისლავ არძინბასთან. 2008 წლის აგვისტოს ომსაც ეპიცენტრიდან აშუქებდა და 5 დღის მანძილზე აქტიურად აწვდიდა მოსახლეობას ომის მიმდინარეობის შესახებ არსებულ ინფორმაციას. ამბობს, რომ ომის თემატიკა მასთან ყველაზე ახლოს დგას და ამ საკითხის მოგვარება მისთვის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მოუწოდებს ხელისუფლებას აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა
  • მუშაობდა სოხუმის რაიონის აჩადარის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ და რუსული ენის პედაგოგად. 1994 წლის 17 აგვისტოდან იწყებს ჟურნალისტურ საქმიანობას „აფხაზეთის ტელევიზიაში“ ჯერ კორესპოდენტად, შემდეგ კი რედაქტორად. ხდება ახლადდაფუძნებული ტელეკომპანია „კავკასიის“ პროგრამების დირექტორი. იყო საინფორმაციო სააგენტო „ალიონექსპრესის“ და „მოამბე-ექსპრესის“ ჟურნალისტი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top