მაილი საირუსი (27 წლის)
  • მომღერალი
  • 23 ნოემბერი, 1992 წელი - დაიბადა ფრენკლინში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა.
    ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში. კასტინგის შემდეგ კი, დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ როლზე. მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია, ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული. 2006 წელს მაილი საირუსმა გამოუშვა სერიალის საუნდტრეკების კრებული „ჰანა მონტანა“, რომელმაც ამერიკის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა, ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები. ალბომმა საირუსს დიდი პოპულარობა მოუტანა. 2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი - Miles to Go, სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ. წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. 
    მაილიმ 2012 წლის ბოლოსკენ გადაწყვიტა ვიზუალში მკვეთრი ცვლილებები შეეტანა: თმა დაიმოკლა და პლატინისფერ ქერად შეიღება. საირუსის თქმით, ცვლილებები განპირობებული იმ ფაქტით, რომ „ჰანა მონტანას“ იმიჯისგან დისტანცირება სურდა. 2013 წლის 3 ივნისს გამოუშვა სინგლი „We Can't Stop“, რომელიც საერთაშორისო ჰიტად იქცა. აღსანიშნავია საირუსის სკანდალური შოუ 2013 წლის „MTV Video Music Awards“-ზე, რომელიც რობინ თიკთან ერთად შეასრულა. შოუს გამო, საირუსი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ხოლო საზოგადოებამ მისი გამოსვლა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. ამას მოჰყვა შემდეგი სინგლი „Wrecking Ball“. მუსიკალური ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ იჯდა ის ბურთზე, შიშველი, გამოქვეყნებიდან პირველივე დღეს 90 მლნ ნახვაზე მეტი ჰქონდა. 2013 წლის 4 ოქტომვერს კი გამოვიდა მომღერლის მეოთხე ალბომი „Bangerz“, რომელიც ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა. 2015 წელს მომღერალი გახდა MTV Video Music Awards-ის მასპინძელი და წამყვანი. ცერემონიის შემდეგ ვარსკვლავმა მსმენელს სიურპრიზიც გაუკეთა და მისი ახალი ალბომის Miley Cyrus & Her Dead Petz-ის სრულიად უფასოდ მოსასმენად, ფანები ინტერნეტ სივრცეში მიიპატიჟა. 2016 წელს საირუსი იყო „The Voice“-ის მეათე სეზონის ჟიურის წევრი. იმავე წელს მონაწილეობდა ვუდი ალენის სერიალში „კრიზისი 6 სცენაში“.  2019 წლის 31 მაის გამოვიდა მომღერლის ტირლოგიის პირველი ნაწილი „She Is Coming“. ალბომის პირველმა სინგლმა „Mother's Daughter“ ბილბორდის ჩარტში 54-ე ადგილი დაიკავა.
    აღსანიშნავია, რომ მაილია ღიად პანსექსუალია და ლგბტ უფლებებს აქტიურად უჭერს მხარს. 

  • ამჟამად არ არის დაქორწინებული.
    პირველი ქმარი - ლაიამ ჰემსვორთი მსახიობია, რომელზეც 2019 წელს იქორწინა. წყვილი ერთმანეთს 7 თვეში დაშორდა. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ლილ ჯონთან, კეტი პერისთან, ტეილორ სვიფტთან, დემი ლოვატოსთამ...

  • მისი ჰობია ლაშქრობაში სიარული და ველოსიპედით სეირნობა
ეს პერსონა
Top