ჯიმი კრისტიან კიმელი (52 წლის)
  • იუმორისტი, ტელეწამყვანი
  • 13 ნოემბერი, 1967 წელი - დაიბადა ნიუ იორკში
  • სწავლობდა ნევადასა და ვირჯინიის უნივერსიტეტებში. 2013 წელს დაამთავრა ნევადას უნივერსიტეტი და მიიღო დოქტორის ხარისხი. 

  • ტელეწამყვანი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი კომიკოსი და პროდიუსერი, რომელიც 2003 წლიდან არის პოპულარული გადაცემის  „Jimmy Kimmel Live!“-ის წამყვანი.
    ჯიმი კიმელი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც მისი თაყვანისცემის ობიექტის, დევიდ ლეტერმანის შთაგონებით ადგილობრივი კოლეჯის რადიოსადგურში ინტერვიუების ჩაწერა დაიწყო. 1989 წელს კიმელმა რადიო-წამყვან კენტ ვოსთან ერთად, როგორც „The Me and Him Show“-ს თანაწამყვანმა, დაიწყო თავისი პირველი ანაზღაურებადი სამსახური. 10 თვის შემდეგ, რადიოსადგურმა წამყვანები დაითხოვა, რის შემდეგაც კემელმა უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა ახალი სამსახურის საძიებლად, ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. 1994 წელს დაიწყო მუშაობა რადიოსადგურ „KROQ-FM“-ზე, სადაც ხუთი წლის განმავლობაში მიყავდა გადაცემა „ჯიმი, სპორტული ბიჭი“. 
    1997 წლიდან კიმელი სატელევიზიო შოუების წამყანის ამპლუას ირგებს. 1999 წელს კიმელი ამერიკული საკაბელო ტელეარხის „კომედი ცენტრალის“-ის გადაცემის „The Man Show“-ს წამყვანი გახდა. 2003 წელს, გადაცემიდან წამოსვლის შემდეგ, კიმელმა „ABC“-ზე დაიწყო მუშაობა, სადაც გადაცემა „Jimmy Kimmel Live“-ის წამყვანი გახდა. შოუმ ამერიკაში მალევე მოიპოვა პოპულარობა, ხოლო წამყვანს  „ტელევიზიაში ყველაზე დიდი ხულიგანი“ უწოდეს.  აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კიმელი წელს ოსკარის 90-ე ცერემონიის წამყვანი იყო. ცნობისთვის, კიმელი არაერთხელ წარსდგა საზოგადოების წინაშე დაჯილდოების ცერემონიის წამყვანის ამპლუაში. წარსულში, ცნობილმა კომიკოსმა Emmy-ის დაჯილდოებასა და American Music Award-ს უმასპინძლა.

  • ამჟამად არის დაქორწინებული. ცოლი - მოლი  მაქნერნი, რომელზეც 2013 წელს იქორწინა. პირველი შვილი, ჯეინი 2014 წელს შეეძინათ, ხოლო 2017 წელს ვაჟი, რომელიც გულის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა და 3 დღეში გარდაიცვალა.
    პირველი ცოლი - ჯინა მედი, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს. წყვილი ერთმანეთს 2002 წელს დაშორდა. 
    დედა - ჯოან კიმელი, დიასახლისი, ხოლო მამა - ჯონ კიმელი,  IBM-ის აღმასრულებელი დირექტორი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯენიფერ ენისტონთან, კიმ კარდაშიანთან, ჯორჯ კლუნისთან, ბენ აფლეკთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top