მიხეილ ბენიძე (31 წლის)
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი
  • 17 მაისი, 1988 წელი
  • არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი, ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების  მაგისტრის  (MBA) ხარისხს პორტოს ბიზნეს სკოლისგან

  • ბიზნეს ადმინისტრატორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ISEFD-ს აღმასრულებელი დირექტორი. იგი წლების განმავლობაში  ამ ორგანიზაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. მუდამ, აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და აკვირდება მას. თუმცა, მისი საქმიანობისა და ინტერესის სფერო მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება. პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ პროცესებშიც ხშირად იღებს მონაწილეობას. თვლის, რომ ხელისუფლება თავს ვერ გრძნობს სახელმწიფოს წარმომადგენლად და მხოლოდ, პარტიული იდენტობა გააჩნია. ის და მისი ორგანიზაცია მხარს უჭერენ „თბილისი პრაიდს“ და იბრძვიან ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ 2010 წლიდან მუშაობს, ის ხელმძღვანელობდა ISFED-  ის განვითარების პროექტებს. იყო „არჩევნების“ პორტალის მენეჯერი. ბოლო წლებში ჩართული იყო, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების  (EPDE და ENEMO) მართვასა და ადმინისტრირებაში.

ეს პერსონა
Top