კრის მაიკლ პრეტი (40 წლის)
  • მსახიობი
  • 21 ივნისი, 1979 წელი - დაიბადა ვირჯინიაში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სერიალ „პარკები და დასვენების ზონებში“ ენდი დუაიერის როლის შესრულებით. 
    კრის პეტრის სამსახიობო დებიუტი შედგა საშინელებათა ფილმში „წყევლა 3“, რომელიც 2005 წელს გამოვიდა. ამის შემდგომ, სხვადასხვა სერიალში მეორე ხარისხოვან როლებს ასრულებდა. 2009 წელს პრეტმა მონაწილეობა მიიღო  NBC-ის სერიალში „პარკები და დასვენების ზონები“, რომელშიც ანდი დუაიერის პერსონაჟს განასახიერებდა. რეჟისორებს იმდენად მოეწონათ პრეტი, რომ ის სერიალის რეგულარურ მსახიობად დაამტკიცეს. შესრულებული როლისთვის მსახიობმა კინოკრიტიკოსთა კეთილგანწყობა მოიპოვა. იგი, აგრეთვე მონაწილეობდა The WB-ის სერიალში „ევერვუდი“ (2002–2006).
    2014 წელს კრის პრეტმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „ლეგო ფილმი“, რომელსაც დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. იმავე წელს პრეტის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „გალაქტიკის მცველები“. 2016 წელს განასახიერა ჯოშუა ფარადეის როლი „შესანიშნავ შვიდეულში“, იმავე წელს კი ჯიმ პრესტონის როლი ფილმში „მგზავრები“. 2018 წელს გადაიღეს ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“. იმავე წელს ითამაშა „იურული სამყაროს“ გაგრძელებაში „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.

  • ჰყავს ცოლი - ქეთრინ შვარცნეგერი, მწერალი, რომელზეც 2019 წელს იქორწინა. პირველი ცოლი - ანა ფარისი, მსახიობი, რომელზეც 2009 წელს იქორწინა. ჰყავთ ერთი შვილი. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგორბობს ჯენიფერ ლოურენსთან, კრისტოფერ ჰემსვორთთან, ნიკ ოფერმენთან, კრის ევანსთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top