ანდრია ბასილაია (39 წლის)
  • თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი
  • 06 ივნისი, 1980 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა აშშ-ს ვესტთაუნის სკოლაში და ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტში ეკონომიკასა და პოლიტოლოგიას

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი. იგი, აქტიურად იყო ჩართული ბიზნესაქსელერატორის პროექტ „სპარკში“ და „ღამის ეკონომიკის“ პროექტში. მისი მთავარი მიზანი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, ასევე ტურიზმის განვითარება.

  • ჰყავს მეუღლე ლიტველი ვიტალია პაპიტე-ბასილაია და ორი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო „საქრუსენერგოს“ ფინანსური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი“, „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი და „გეოინკორის“ ფინანსური დეპარტამენტის უფროსი. 2006-2008 წლებში მუშაობდა „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსურ და გენერალურ დირექტორად. 2006 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის უფროსი ეკონომისტის პოზიციას იკავებდა. არის ეროვნული წარჩინების საზოგადოების და ეკონომიკის წარჩინების საზოგადოების წევრი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top