ნატო გოგელია (33 წლის)
  • „Guria News”-ის ჟურნალისტი
  • 18 დეკემბერი, 1985 წელი - დაიბადა ქალაქ ოზურგეთში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. იგი, უკვე რამდენიმე წელია, რაც „Guria News”-ის ჟურნალისტია. 2012 წელს, ის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დატოვებას აპირებდა და ამბობდა, რომ ქარტიამ მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო. 2 წლის შემდეგ კი, თავად გახდა საჩივრის ადრესატი. ირაკლი კორძაია მას ჟურნალისტური პრინციპების დარღვევას ედავებოდა.
    იგი, ხშირად წერს სტატიებს ოზურგეთის მერიაში არსებული დარღვევების შესახებ და მისი ჟურნალისტური მასალები, უმეტეს შემთხვევაში,  საგამოძიებო ხასიათის მატარებელია. ის, რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც გამხდარა. 2009 წელს, გოგელია ჩოხატაურის პოლიციის შენობაში სცემეს. იგი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის მამუკა ცინცაძის დაკავების ფაქტს აშუქებდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში შევიდა, იქ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ შემთხვევიდან, დაახლოებით 2 წელში, 2011 წლის 26 მაისის აქციის გაშუქებისას, იგი, კვლავ გახდა სამართალდამცავების მსხვერპლი. აქციის დაშლის დროს, ის პოლიციელთა მიერ გაშვებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. მას, სახელმწიფომ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო, კომპენსაციიც მიზნით, 17 ლარი გადაუხადა.

  • ჰყავს ორი ვაჟი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2016 წელს, კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“,  მან საუკეთესო საგამოძიებო სტატიის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2018 წელს, ის ბრიუსელში რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის გამართული სასწავლო ვიზიტის მონაწილე იყო, სადაც მან ჯაბა ანანიძესა და ეკატერინე ნოზაძესთან ერთად, გაიმარჯვა კონკურსში, რომლის მიზანს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუკეთესო ანალიტიკური სტატიის მომზადება წარმოადგენდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top