ელენ პომპეო (50 წლის)
  • მსახიობი
  • 10 ნოემბერი, 1969 წელი - დაიბადა ევერეტში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სერიალ „გრეის ანატომიაში“ შესრულებული როლით. 
    ელენ პომპეო 1995 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის კასტინგ-დირექტორმა აღმოაჩინა და სხვადასხვა სარეკლამო რგოლში გადაიღო. პომპეოს დებიუტი ფილმში 1996 წელს შედგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო NBC-ის სერიალში „კანონი და წესრიგი“. ამის შემდგომ, ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „მთვარის შეუქი“(2002), „აბა დამიჭირე“(2002), „ძველი სკოლა“(2003), „თავქარიანი“(2003) და ა.შ.
    2005 წელს პომპეო დაამტკიცეს მერედით გრეის როლზე ABC-ის სერიალში „გრეის ანატომია“. სერიალმა საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო კრიტიკოსებმა პომპეოს პერსონაჟი დადებითად შეაფასეს. 2012 წლის მიწურულს, პომპეომ $9 მლნ. გამოიმუშავა, რითაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელებიზიო მსახიობი გახდა. ფორბსის მიხედვით, პომპეო 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობთა სიაში მესამე ადგილს იკავებს.

  • ჰყავს ქმარი - კრის აივერი, რომელზეც 2007 წელს იქორწინა. ჰყავთ სამი შვილი.
    დედა - კეტლინ პომპეო, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ელენი 5 წლის იყო; მამა - ჯოზეფ პომპეო. 
     

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ტეილორ სვიფტთან, დრეიკთან, პატრიკ დემპსისთან, სანდრა ოსთან...

  • მისი ჰობია სახლის დეკორაცია.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top