ბრაიან კრენსტონი (63 წლის)
  • მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი
  • 03 ივლისი, 1956 წელი - დაიბადა ლოს-ანჯელესში
  • 1976 წელს დაამთავრა ლოს-ანჯელესის საზოგადოებრივი კოლეჯი და მოიპოვა პოლიციის მეცნიერების ასოცირებული მაგისტრის ხარისხი.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სერიალ  „მძიმე დანაშაულში“(2008-2013)  შესრულებული როლით. 
    კრენსტონმა სამსახიობო კარიერა ადგილობრივ და რეგიონულ თეატრებში თამაშით დაიწყო. 1980-იანი წლების ბოლოსკენ, მსახიობი სატელევიზიო სერიალებში იღებდა მონაწილეობას. 1983-1985 წლებში მონაწილეობდა ABC-ის სერიალში „მოსიყვარულე“, რომელშიც დუგლას დონოვანის პერსონაჟს განასახიერებდა. ამის პარარელურად, ბრაიანმა არაერთი იაპონური ანიმაცია გაახმოვანა. 
    1994 წლიდან 1997 წლამდე, მონაწილეობდა სერიალში „საინფელდი“, რომელშიც ექიმ ტიმ უეტლის პერსონაჟს განასახიერებდა. 1998 წელს გამოჩნდა „საიდუმლო მასალების“ ერთ-ერთ ეპიზოდში. ამავე წელს, მსახიობი გამოჩნდა სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“. 1999 წელს კრენსტონმა დაწერა და გადაიღო ფილმი „უკანასკნელი შანსი“. მიუხედავად მრავალფეროვანი გამოცდილებისა, მსახიობმა 2008 წლამდე დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. 2008 წლიდან, კრენსტონი მონაწილეობს  AMC-ის სერიალში „მძიმე დანაშაული“. სერიალს დიდი აღიარება მოჰყვა, ხოლო მსახიობმა კინოკრიტიკოსთა მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო. გარდა ამისა, კრენსტონმა შოუს პირველ სამ სეზონში ემის ჯილდო მიიღო. 
    2011 წელს მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ ფილმებში, როგორიცაა „ლინკოლნის ადვოკატი“ და „დრაივი“. 2013 – 2014 წლებში კრენსტონმა განასახიერა ამერიკის პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის პერსონაჟი სპექტაკლში „All the Way“, რომელიც ბროდვეის სცენაზე დაიდგა. 

  • ჰყავს ცოლი - რობინ დეადრენი, რომელზეც 1989 წელს იქორწინა. ჰყავთ ერთი შვილი. პირველი ცოლი - მიკი მიდლტონი, მწერალი, რომელსაც 1982 წელს დაშორდა. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top