აარონ პოლი (40 წლის)
  • მსახიობი
  • 27 აგვისტო, 1979 წელი - დაიბადა ემეტში, აშშ-ში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სერიალ "მძიმე დანაშაულში" შესრულებული ჯესი პინკმენის როლით.
    1996 წელს აარონ პოლი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც გაიმარკვა და ორგანიზაციასტან კონტრაქტი გააფორმა. ამის შემდეგ, გამოჩნდა ჯგუფ „Korn“ -ის ვიდეო-კლიპში „Thoughtless“. პოლმა ასევე სხვადასხვა პროდუქციის სატელევიზიო რეკლამებში მიიღო მონაწილეობა. 2000-იანი წლებში გადაიღეს ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „ქეი-პაქსი“(2001), „ვენ უაილდერი“(2002), „ცუდი გოგონები“ (2005), „შეუსრულებელი მისია 3“(2006) და ა.შ. 
    ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა HBO-ს სერიალ „დიდ სიყვარულში“(2006-2011) მონაწილეობის შემდეგ, რომელშიც სკოტ ქუითმენის პერსონაჟს განასახიერებდა. 2008 წლიდან აარონ პოლი მონაწილეობდა  AMC-ის სერიალში „მძიმე დანაშაული“, რომელშიც ჯესი პინკმენის პერსონაჟს განასახიერებდა. თავდაპირველად, სერიალის შემქნელის, ვინს გილიგანის გეგმით, აარონის პერსონაჟი პირველივე სეზონში უნდა მომკვდარიყო. თუმცა, პოლსა და ბრაიან კრენსტონს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის გამო, გილიგანმა აზრი შეიცვალა და აარონ პოლი სერიალის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად აქცია. შესრულებული როლისთვის, პოლი ემის ნომინაციაზე წარადგინეს. 2018 წელს პოლმა მონაწილეობა მიიღო სერიალებში „სიმართლე გამჟღავნდება“ და „ველური დასავლეთის სამყარო“. 

  • ჰყავს ცოლი - ლორენ პარკესიანი, რომელზეც 2013 წელს იქორწინა. ჰყავთ ერთი შვილი. დედა - დარა სტურტევანტი, ხოლო მამა - რობერტ სტურტევანტი, ბაპტისტური ეკლესიის მღვდელთმსახური. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ლილი ალდრიჯთან, ლოგან პოლთან, ბრაიან კრენსტონთან...

ეს პერსონა
Top