კახა გოგოლაშვილი (62 წლის)
  • რონდელის ფონდის დირექტორი
  • 28 აპრილი, 1957 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. სწავლობდა მადრიდის დიპლომატიურ აკადემიაში

  • საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. 90-იანი წლებიდან იგი მოღვაწეობდა აკადემიურ სფეროში და დიპლომატიურ სამსახურში. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ევროკავშირთან საქართველოს მისიებში. 2000 წელს გოგოლაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. იგი დღემდე აქტიურად არის ჩაბმული საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ხშირად არის სხვადასხვა მედიასაშუალებების სტუმარი, აფასებს საქართველოსა და ევროკაშირს შორის ურთიერთობებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს, ვიზალიბერალიზაციის საკითხებს და ა.შ.

  • ჰყავს მეუღლე

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. იყო საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top