რამინა (რიმა) ბერაძე (64 წლის)
  • თბილისის საკრებულოს წევრი
  • 28 ოქტომბერი, 1955 წელი - დაიბადა ქალაქ ოზურგეთში
  • დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომიკისა და ორგანიზაციის მიმართულებით. სწავლობდა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. არის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 2016 წელს, არჩევნების პერიოდში, მანამ, სანამ მაჟორიტარი გახდებოდა, იგი დაბარებული იყო აუდიტის სამსახურში. მას ბრალად ედებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა. ბერიძე, ჩუღურეთის სკოლის მასწავლებლებს უფინანსებდა ექიმთან კონსულტაციებს, ამას კეთილი საქმის კეთებას უწოდებდა და „მეცენატობას“, სწორედ, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ეწეოდა. ფართო საზოგადოებამ გაიცნო თავისი ფრაზით „დღეში 1 ლარი და 18 თეთრი კვებისთვის საკმარისიაო“. მისი თქმით, ამ თანხად შეიძლება ისეთი საკვების შეძენა, რომელიც დღიურ კალორიათა ნორმას შეესაბამება და ავსებს. თავად, რამდენად შეძლებს ამ ფულით ოჯახის წევრების გამოკვებას, საკამათო და საეჭვოა. მაგრამ, შორიდან მსჯელობა, ალბათ, მარტივია მისთვის, მას საბანკო ანგარიშზე ხომ, დაახლოებით, 21 ათას დოლარზე მეტი უდევს, ფლობს 2 ბინას და რამდენიმე მიწის ნაკვეთს. ბერაძე აქტიურ პოლიტიკაში 2012 წლიდან ჩაერთო. ამბობს, რომ მანამდე ბიძინა ივანიშვილის შესახებ არაფერი იცოდა. მხოლოდ, მისი დაპირებები მოსწონდა და სხვა მომხრეებთან ერთად აგოვებდა ხელმოწერებს ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით. სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ წარსულშიც აქტიურად იბრძოდა, ხშირად დადიოდა აქციებზე და 7 ნოემბრის დარბევის დროს, სხვების მსგავსად, ფიზიკურად მასაც გაუსწორდნენ. ამჟამად, „ქართული ოცნების“ აპოლოგეტი, ამბობს, რომ „სადაც კალაძეა, იქ წარმატებაა“.

  • ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია. იმ უნივერსიტეტისა, სადაც ბერაძე თავადვე მუშაობს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ამბობს, რომ კარგი კულინარია და ვარჯიში და სპორტი მისთვის მნიშვნელოვანია.
  • იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო დეპარტამენტის ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ-ს და „მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი. ქ. ოზურგეთის რაიკომის მდივანი, „თეთრი მანდილის“ წევრი. 2017 წელს მიენიჭა „ყველაზე ტოლერანტის“ სტატუსი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top