მაჰერშალა ალი (45 წლის)
  • მსახიობი
  • 16 თებერვალი, 1974 წელი - დაიბადა კალიფორნიაში
  • 1996 წელს დაამთავრა კალიფორნიის წმინდა მერის კოლეჯი. მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში; 2000 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სამსახიობო პროგრამაზე სწავლობდა და ტიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსახიობი და რეპერი, რომელმაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, მათ შორის ოქროს გლობუსი და ოსკარი. ალიმ სამსახიობო კარიერა სერიალებში მონაწილეობით დაიწყო. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რიჩარდ ტაილერის როლით, სამეცნიერო- ფანტასტიკურ სერიალში „4400“ (2004–2007). მან პირველი მთავარი სამსახიობო როლი დევიდ ფინჩერის ფილმში „ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორიაში“(2008) შეასრულა. ალიმ საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ყურადღება მოიპოვა  „Netflix“-ის მძაფრსიუჟეტიან სერიალში - „ბანქოს სახლში“(2013-2016), მეორეხარისხოვანი როლის შესრულებით. 
    2000 წელს, ალი ისლამის მიმდევარი გახდა. მისი ნამდვილი გვარი გილმორია, თუმცა ისლამთან ზიარების შემდეგ გვარი შეიცვალა. ინტერვიუებში ალიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, ამერიკელი მუსლიმები აღმსარებლობის გამო უამრავ პრობლემას აწყდებოდნენ აეროპორტებში, ბანკებსა და სხვა საჯარო სივრცეებში.  მიუხედავად ამისა, მას არ ეშინია სჯეროდეს იმის, რისიც სწამს. უფრო მეტიც, ალი ამაყობს თავისი რწმენით.
    2007 წელს ალიმ გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით „Curb Side Service“, თუმცა ტურნეზე უარი თქვა და სამსახიობო კარიერაზე ფოკუსირდა. 2019 წელს მთავარი როლი შეასრულა HBO-ს სერიალ "ნამდვილი დეტექტივის" მესამე სეზონში. 

  • ჰყავს მეუღლე - ამატუს სამი კარიმი, მსახიობი და მუსიკოსი და შვილი. დედა - ვილიცია გოინსი, ხოლო მამა - ფილიპ გილმორი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მაჰერშალა ალი, ოც წლამდე ქრისტიანად იზრდებოდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, დედამისთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.  თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ: „ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა რაღაც უფრო ღრმა, შემეცნებითი... მოვიარე ღმერთთან დამაკავშირებელი სხვადასხვა რელიგიური და ფილოსოფიური გზები. ყოველივე ეს, ჩემთვის ისლამით დასრულდა.“ ალის რელიგიურმა ტრანსფორმაციამ, დედამისი და დედამისი და მეგობრები გაანაწყენა, თუმცა 9/11 -ის მოვლენებმა ეს ფაქტი მალევე გადაფარა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top