ლიზა კუდროუ (56 წლის)
  • მსახიობი, კომიკოსი, პროდიუსერი
  • 30 ივლისი, 1963 წელი - დაიბადა ლოს-ანჯელესში
  • სწავლობდა ვასარის კოლეჯში და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სერიალ „მეგობრებში“ მონაწილეობით.
    სანამ დიდ ეკრანზე გამოჩნდებოდა, კუდროუ მამასთან ერთად სამეცნიერო კვლევებზე მუშაობდა. თუმცა, კომისკოს ჯონ ლოვითსით შთაგონებულმა, თვითონაც გადაწყვიტა სამსახიობო კარიერაში მოესინჯა ბედი. ლოვითსის რეკომენდაციით, კუდროუ იმპროვიზაციული და კომედიური დასის - „The Groundlings“-ის წევრი გახდა. 1992-1993 წლებში მონაწილეობდა ბობ ნიეჰარტის კომედიურ სერიალში „ბობი“. „მეგობრების“ გამოსვლამდე, კუდროუ თამაშობდა სერიალებში: „Just Temporary“(1989) და „Close Encounters“(1990). 
    1994 – 2004 წლებში კუდროუ მონაწილეობას იღებს NBC-ის სატელევიზიო სერიალში „მეგობრები“, რომელშიც ფიბის როლს განასახიერებს. შესრულებული როლისთვის მსახიობმა 1998 წელს ემის ჯილდო მიიღო. 2005 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, სერიალის გმირები: ლიზა კუდროუ, ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი გახდნენ ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო მსახიობები; მეგობრებმა მეცხრე და მეათე სეზონის თითოეულ ეპიზოდში 1 მლნ. დოლარი გამოიმუშავეს. სერიალის პარალელურად, კუდროუმ მონაწილეობა მიიღო შემდეგ ფილმებში: „რომი და მიშელის საშუალო სკოლის გაერთიანება“(1997), „ყურმილის დაკიდება“(2000), „ექიმი დულიტლი 2“(2001) და ა.შ. 2004 წელს კუდროუ სერიალის „Who Do You Think You Are?“ აღმასრულებელი რეჟისორი იყო. 

     

  • ჰყავს ქმარი - მაიკლ სტერნი, სარეკლამო მენეჯრი. ჰყავთ ერთი შვილი. 
    დედა - ნედრა კუდროუ, ტურისტული აგენტი, ხოლო მამა - ლი კუდროუ, ფიზიოლოგი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს კორტნი კოქსთან, ჯენიფერ ანისტონთან, მეტ ლებლანკთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top