მეთიუ პერი (50 წლის)
  • მსახიობი, კომიკოსი
  • 19 აგვისტო, 1969 წელი - დაიბადა უილიამსთაუნში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა სერიალ „მეგობრებში“ ჩენდლერ ბინგის პერსონაჟის განსახიერებით.
    მეთიუ პერი 15 წლის იყო, როდესაც ლოს-ანჯელესში, მამასთან გადავიდა საცხოვრებლად და სამსახიობო კარიერაზე ფოკუსირდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმში „ერთი ღამე ცხოვრებიდან“(1988), რომელშიც რივერ ფენიქსთან ერთად ითამაშა. სამწუხაროდ, ფილმა საზოგადოების ყურადღება ვერ მიიქცია. ამის შემდგომ, მონაწილეობდა სატელევიზიო სერიალში „მეორე შანსი“. რამდენიმე წლის შემდეგ, პერი შესანიშნავ პოექტზე დაამტკიცეს, რომელშიც წამყვანი როლი შეასრულა. 1994 წელს შედგა სერიალ „მეგობრების“ დებიუტი, რომელშიც პერი ჩენდლერ ბინგის პერსონაჟს ანსახიერებდა. სერიალი გახდა ჰიტი - „აუცილებლად სანახავი“ შოუ, რომელსაც ამერიკელები ყოველ ხუთშაბათის საღამოს უყურებდნენ. სერიალის პარარელურად, პერი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „იჩქარე ნელა“(1997), „თითქმის გმირები“(1998), „სარა“(2002) და ა.შ.
    აღსანიშნავია, რომ როდესაც პერი სერიალი „მეგობრები“ უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა, ის ალკოჰოლიზმსა და წამალზე დამოკიდებულებას ებრძოდა, რის გამოც არაერთხელ მოხვდა სარეაბილიტაციო ცენტრში. მავნე ჩვევებისგან განკურნებას პერი 1997-2001 წლებში ცდილობდა. 
    დღესდღეობით, მსახიობი სხვადასხვა პროექტშია ჩართული. 2017 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალებში „კარგი ჩხუბი“ და კარგი ცოლი“.

  • არ არის დაქორწინებული. დედა - სიუზან მერი მორისონი, კანადელი ჟურნალისტი, ხოლო მამა - ჯონ ბენეტ პერი.

  • არის კანადისა და ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ლოურენ გრეჰემთან, მეტ ლებლანკთან, კორტნი კოქსთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top