ტარიელ კაკაბაძე (29 წლის)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი
  • 12 აპრილი, 1990 წელი - დაიბადა ხონში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სწავლობდა Canton-Galva High School-ში (კანზასის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები).

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატი, რომელიც არაერთხელ დასახელებულა წლის საუკეთესო ადვოკატად და გამხდარა „ქვეყნის საადვოკატო ბრწყინვალების“ ტიტულის მფლობელი. მას საზოგადოება იცნობს, გახმაურებულ საქმეთა, მათ შორის ხორავაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის, „მერიის მაღანჩინოსნების საქმისა“ და „საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმის“ ადვოკატად. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ჭადრაკის თამაში, სიცოცხლე და ადამიანები.
  • ტარიელ კაკაბაძე ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი გ.ჯ-ს ადვოკატია. იგი, 2 წელია, რაც ამ არასრულწოვანის ინტერესებს იცავს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. ასევე, ის იცავდა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულ ასლან ბეჟანიძეს, რომელიც 2019 წლის აგვისტოში სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და ბრალდება მოუსხნა. ასევე, ის „მერიის მაღანჩინოსნების საქმის“ მთავარი ადვოკატია. საქმე ეხება, ბიუჯეტიდან დაკარგულ მილიონებს და სატენდერო მაქინაციებს. ეს გახმაურებულ საქმეთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც 29 წლის ადვოკატი ხელმძღვანელობს. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების“ დირექტორი და მთავარი იურისტი. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებაში. იყო ორგანიზაცია „ამერიკის მომავალი ბიზნეს ლიდერების“ აქტიური წევრი და საადვოკატო კომპანია K&G-ის დირექტორი და მთავარი იურისტი. 

ეს პერსონა
Top