მანჩო გიორგობიანი (48 წლის)
  • ყოფილი ჟურნალისტი
  • 12 დეკემბერი, 1970 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი ეპატაჟური და სკანდალური გამოსვლებით. იგი, ხშირ შემთხვევებში უპირისპირდება ნიკა მელიასა და“ნაციონალური მოძრაობას“. სკანდალები გიორგობიანსა და მელიას შორის არ წყდება. ყველაფერი რესტორან „ტრუფეში“ დაიწყო და „9 აპრილის მემორიალამდე“ გასტანა. იყო ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფები, ეთერის მეშვეობით დაპირისპირებები. მანჩოს ვიდეოები და პრესკონფერენციები, რომლებიც პატარა თეატრალურ დადგმებსაც ჰგავს და უცენზურო სიტყვათა პოლიგონია, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ მელიას უპირისპირდება და არც „ნაცების“ წევრებსა და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს აკლებს ლანძღვა-გინებას. მელიას „კაცააბრაზნად“ მოიხსენიებს, ხოლო „ბოკერიას“ ჩაბეტონებით ემუქრება. ამბობს, რომ ზეპარტიულია და არც ერთ მხარეს არ უჭერს მხარს. საკუთარ თავსა კი ასე ახასიათებს : „ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი იქ, სადაც უჭირდა ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. ეროვნულ მოძრაობაში გარიჟრაჟიდანვე ჩავები. სამაჩაბლოს ომი დაიწყო-წავედი! რაჭა და ზემო იმერეთი მიწისძვრამ დაანგრია წავედი! ...აფხაზეთის ომი დაიწყო-წავედი! ანუ ეს არაა „არაფერი“ თუ „რუსეთი ოკუპანტია“ აარ ვიძახე? ყველას მივმართავ: უპრაგონოდ იარლიყების მიწებებას მოეშვით“

  • ჰყავს მეუღლე. 22 წლის ვაჟი გარდაცვლილი...

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2016 წელს იკავებდა საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს.  ამბობს, რომ პროფესიით „ტელევიზიონშჩიკია“. ტელევიზიაში მუშაობა 1987 წლიდან დაიწყო. იყო „იმედის“ კომერციული სამსახურის უფროსი, რადიოს თანამშრომელი. იღებდა ფილმებს. ზაზა შენგელიასთან ერთად შექმნა გადაცემა „მატერია“.

ეს პერსონა
Top