გიორგი ბირბიჩაძე (34 წლის)
  • თბილისის საკრებულოს წევრი
  • 17 აპრილი, 1985 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციით და ამავე, უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. 2007 წელს ტრაბზონის შავი ზღვის უნივერსიტეტში გაიარა ტრენინგკურსი - საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

  • მედიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც თბილისის საკრებულო წევრი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მან გააფორმა ხელშეკრულება „ავერსის“ სააფთიაქო ქსელთან ფასდაკლებული პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, მისი თაოსნობით დაიწყო ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების დაფინანსება. 2016 წელს ის დაინიშნა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილედ. ამ პოზიციაზე ყოფნის დროს მან გამოკვეთა თავისი პრიორიტეტები და სუფთა ქალაქს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს გაუსვა ხაზი. ის ყოველ ოთხშაბათს ხვდებოდა მოსახლეობას, ისმენდა მათ პრობლემებს და აღნიშნავდა, რომ ინდივიდუალურად ცდილობდა დახმარება გაეწია თითოეული მათგანისთვის.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • საკრებულოში შესვლამდე და გამგებლის მოადგილის პოზიციის დაკავებამდე, ის ჯერ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგის ასისტენტი იყო. შემდგომ, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის ფინანსური მენეჯერი და დირექტორის მოადგილე. 2015 წლიდან კი კარიერა პოლიტიკას დაუკავშირა და თავდაპირველად, ნუცუბიძის მიკრორაიონების გამგებლის წარმომადგენელი გახდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top