დომინიკ პარსელი (49 წლის)
  • მსახიობი
  • 17 თებერვალი, 1970 წელი - დაიბადა უელსში, ინგლისში
  • სწავლობდა დასავლეთ ავსტრალიის საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც პოპულარული გახდა სერიალ „ციხიდან გაქცევაში“ შესრულებული ლინკოლნ ბეროუზის როლით.
    მსახიობის დებიუტი შედგა 1997 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო სერიალში „Raw FM“. 2000 წელს პარსელმა ითამაშა ფილმში „შეუსრულებელი მისია 2“, რომელიც ავსტრალიაში გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ პარსელმა ფილმში მცირე როლი ითამაშა, მან კასტინგ-აგენტების ყურადღება მიიქცია და 2000 წელს, ლოს-ანჯელესში გაემგაზვრა, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. 2002 წელს პარსელი მონაწილეობდა „Fox“-ის სერიალში „ჯონ დოი“. სერიალი მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა, თუმცა მსახიობს ახალი როლები მოუტანა. 2004 წელს დომინიკი მონაწილეობდა ფილმში „ბლეიდი“. 2005 წელს პარსელი დაამტკიცეს ლინკოლნ ბეროუზის როლზე სრიალში „ციხიდან გაქცევა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როლი გახდა. 2014 წლიდან 2016 წლამდე პარსელი უენტუორთ მილერთან ერთად მონაწილეობდა სერიალში „ფლეში“. შემდგომში კი, მსახიობების კოლაბორაცია შედგა სერიალში „ხვალინდელი დღის ლეგენდები“. 
    აღსანიშნავია, რომ მსახიობი 2018 წელს საქართველოში იმყოფებოდა. მედიის თანახმად, პარსელი თბილისში მეგობრის, ლიკა ხაჭაპურიძის სანახავად იყო ჩამოსული. 

  • ამჟამად არ ჰყავს ცოლი. პირველი ცოლი - რებეკა უილიამსონი, რომლისგანაც 4 შვილი ჰყავს. წყვილი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდა.  

  • არის ირლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს უენტუორთ მილერთან, დომინიკ პურსელთან, ჯენიფერ მორისონთან...

ეს პერსონა
Top