მეჰმეტ აკიფ ალაკურტი (40 წლის)
  • მსახიობი, მოდელი
  • 23 ივლისი, 1979 წელი - დაიბადა სტამბოლში
  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია თურქულ სერიალებში შესრულებული როლებით. თურქული ფილმებისა და სერიალების ვარსკვლავმა, კარიერა მოდელობით დაიწყო. 19 წლის ასაკში მან სამოდელო სააგენტოში დაიწყო მუშაობა და მალევე მოიპოვა „ყველაზე პერსპექტიული დამწყები მოდელის“ ტიტული. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ის კვლავ დაუბრუნდა სამოდელო  საქმიანობას. 2002 წელს მეჰმეტი გადაიღეს სერიალში „გატეხილი გული“. საზოგადოებაში პოპულარობა მოიპოვა სერიალით „სილა“, სადაც ბატონის როლი ითამაშა. ალაკურტიმ ითამაშა ფილმებში: „მიწისქვეშა სასახლე“(2004), „ზეთისხილის რტო“(2005), „ადანალი“(2008).

  • არის თურქეთის მოქალაქე
  • საყვარელი ჰობია სირბილი და კალათბურთი
  • ერთ-ერთ ინტერვიუში, ალაკურტიმ განაცხადა, რომ ოცნებობს იცხოვროს მთის მწვერვალზე, რომლის ერთ მხარეს ზღვა იქნება, ხოლო მეორე მხარეს - ტყე. სოციალურ ქსელებში არ არის დარეგისტრირებული.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top