ალიშა კისი (39 წლის)
  • მომღერალი, პიანისტი
  • 25 იანვარი, 1981 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ და სოულ მომღერალი, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში, მუსიკალურ სამყაროში უზარმაზარ წარმატებას მიაღწია.
    ალიშა კისს ბავშვობიდან უყვარდა მუსიკა და სიმღერა. 7 წლის ასაკში დაიწყო პიანინოზე დაკვრა, ხოლო 14 წლის ასაკში უკვე კომპოზიციებს ქმნიდა. მისი პირველი სადებიუტო ალბომი „A Minor“ 2001 წელს გამოვიდა და მომღერალს თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა. ალიშამ ხუთი გრემის ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მომდევნო წელს გამოდის მომღერლის რიგით მეორე ალბომი „The Diary of Alicia Keys“. ალბომში შესული ჰიტი „My Boo“, რომელიც რეპერ აშერთან ერთად ჩაწერა, ბილბორდის ჩარტში 6 კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. 2002 წლის გრემის დაჯილდოებაზე, ალბომმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. 
    2007 წელს შედგა მომღერლის დებიუტი ფილმში „Smokin' Aces“, რომელშიც მკვლელი ჯორჯია სკაის როლი განასახიერა. მისმა შესრულებამ კინოკრიტიკოსთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წელს გამოდის ალიშა კისის, სკარლეტ იოჰანსონისა და კრის ევანსის მონაწილეობით  ფილმი „ძიძას დღიურები“.  2009 წელს კისისა და ჯეი ზის კოლაბორაცია შედგა. მომღერლებმა გამოუშვეს სინგლი „Empire State of Mind“. სიმღერამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია: მოიპოვა არაერთი გრემის ჯილდო და ბილბორდის ჩარტში პირველობას დიდხანს ინარჩუნებდა. ამავე წელს გამოდის კისის მეოთხე სტუდიური ალბომი „The Element of Freedom“. 
    მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, კისი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებასა და აქტივიზმში. ის არის არაკომერციული ორგანიზაციის „Keep a Child Alive“-ის თანადამფუძნებელი და გლობალური ელჩი, რომელიც აფრიკასა და ინდოეთში აივ ინფექციითა და შიდსით დაავადებულ ოჯახებს უწევს სამედიცინო და სოციალურ დახმარებას. გარდა ამისა, კისი არის ფემინისტი და ქალთა უფლებების დამცველი. 2017 წლის 2 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაგურაციის მეორე დღეს, მომღერალი სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობას იღებდა „ქალთა მარშში“, რომლის მიზანსაც თანასწორობის მხარდაჭერა და ტრამპის შეხედულებების გაპროტესტება იყო. 

  • ჰყავს ქმარი - სვიზ ბითზი, დიჯეი და პროდიუსერი, რომელზეც 2010 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. დედა - ტერეზა აუგელო, მსახიობი, ხოლო მამა - ქრეიგ კუკი, ბორტგამცილებელი, რომელმაც ოჯახი მიატოვა მაშინ, როცა კისი ორი წლის იყო.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს აშერთან, ბიონსესთან, კერი ვაშინგტონთან, მიშელ ობამასთან...

  • მისი ჰობია ფილმების ყურება და წერა.
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top