ქენდის აკოლა (კინგი) (32 წლის)
  • მსახიობი, მომღერალი
  • 13 მაისი, 1987 წელი - დაიბადა ტეხასში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, კეროლაინ ფორბსის როლით, რომელსაც ტელესერიალ „ვამპირის დღიურებში“ თამაშობდა. კინგი ისეთ საკულტო სერიალებში მონაწილეობდა, როგორებიცაა: „ზებუნებრივი“ და „როგორ გავიცანი დედაშენი“. 2009 წელს მან მონაწილეობა მიიყო საშინელებათა ფილმში „მკვდარი გოგონა“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი კარიერა მუსიკოსობიდან იწყება. 2006 წელს მან სადებიუტო ალბომი გამოსცა სახელწოდებით „ისინი ყოველთვის უდანაშაულონი არიან“. ის თოთხმეტი სიმღერიდან ცამეტის თანაავტორი იყო. კინგი მაილი საირუსის მსოფლიო ტურნეში ბექვოკალისტად გამოდიოდა. 
    მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მისი კარიერის ტრიუმფად ტელესერიალი „ვამპირის დღიურები“ გახდა. სერიალში მის გამოჩენას კრიტიკოსებისგან საკმაოდ დადებითი შეფასება მოჰყვა, ხოლო შესრულებული როლისთვის საკმაოდ ბევრი ჯილდო მიიღო

  • ჰყავს მეუღლე - ჯო კინგი, მომღერალი, რომელზეც 2014 წელს იქორწინა. შვილი - ფლორენც მეი. დედა - კეროლინ კლარკი, გარემოს დაცვის სპეციალისტი, ხოლო მამა - კევინ აკოლა, ქირურგი. ასევე ჰყავს უმცროსი ძმა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერები არიან. მიუხედავად ამისა, ქენდის კინგი ლგბტ თემს სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის „ვამპირის დღიურების“ ერთ-ერთ ვარსკვლავთან, მაიკლ ტრევინოსთან ერთად მხარს უჭერს „It Gets Better“-ის პროექტს, რომელიც ლგბტ თემში სუიციდის შემცირებას ისახავს მიზნად. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top