ვინსენტ კასელი (53 წლის)
  • მსახიობი
  • 23 ნოემბერი, 1966 წელი - დაიბადა პარიზში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი მსახიობი. 
    როგორც მსახიობმა, კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდა ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟან-ლუი ბაროს თეატრში. პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმში „სიძულვილი“, რომელშიც პარიზის გარეუბანში დაბადებული ახალგაზრდობის პრობლემებია ასახული. შესრულებული როლისთვის კასელი „სეზარის“ ორ ნომინაციაზე წარადგინეს. კასელისთვის წარმატებული აღმოჩნდა ფილმები „დობერმანი“(1997) და „ჟანა დ'არკი“(1999). 2002 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშა ფილმში „შეუქცევადი“. კინოკრიტიკოსების თქმით: „ფილმი ისეთი ძალადობრივი და სასტიკია, რომ ადამიანთა უმეტესობა მას ვერ უყურებს“.
    2000-იანი წლებიდან კასელი ინგლისურენოვან ფილმებში იღებს მონაწილეობას. 2010 წელს ნატალი პორტმანთან და მილა კუნისთან ერთად მონაწილეობს ფილმში „შავი გედი“. 2016 წელს კასელი მეტ დეიმონთან ერთად გადაიღეს ფილმში „ჯეისონ ბორნი“. 2019 წელს მსახიობის მონაწილეობით გამოდის ახალი ფილმი „წყალქვეშ“, რომელშიც კრისტენ სტიუარტიც იღებს მონაწილეობას.

  • არის დაქორწინებული. მისი ცოლია ტინა კუნაკი - მოდელი, რომელზეც 2018 წელს იქორწინა. პირველი ცოლი - მონიკა ბელუჩი, რომელიც „შეუქცევადის“ გადაღებების დროს გაიცნო და 1999 წელს იქორწინა. ჰყავსთ ორი შვილი. ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ.
    დედა - საბინე კასელი, ჟურნალისტი, ხოლო მამა - ჟან-პიერ კასელი, მსახიობი.

  • არის საფრანგეთის მოქალაქე
ეს პერსონა
Top