რაიან გოსლინგი (39 წლის)
  • მსახიობი, მუსიკოსი
  • 12 ნოემბერი, 1980 წელი - დაიბადა ონტარიოში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჰოლივუდის მსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა: „ფანატიკოსი“(2001),  „უბის წიგნაკი“(2004), „ნახევრად ნელსონი“(2006), „ლა ლა ლენდი“(2017) და ა.შ. 
    გოსლინგმა სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა „დისნეისთან“ და მონაწილებას იღებდა სერილაში „The Mickey Mouse Club“. სერილაში ასევე მონაწილეობდნენ ჯასთინ ტიმბერლეიკი, კრისტინა აგილერა, ბრიტნი სპირსი და სხვა. 18 წლის ასაკში, გოსლინგი ახალ ზელანდიაში გადავიდა სათავგადასავლო სერიალის „ახალგაზრდა ჰერკულესის“ (1998–1999) გადასაღებად.
    19 წლის იყო, როცა „სერიოზულ“ სამსახიობო კარიერაზე დაიწყო ფიქრი. ფილმში „ტიტანების გახსენებაში“(2000) შესრულებული მეორეხარისხოვანი როლით საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ამის შემდეგ,  გოსლინგმა მთავარი როლი მოიპოვა ფილმში „ფანატიკოსი“, რომელიც ახალგაზრდა ებრაელი ნეო-ნაცისტის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. 
    გოსლინგი ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ 2004 წელს მოექცა, როდესაც ფილმი „უბის წიგნაკი“ გამოვიდა. ფილმა მსოფლიო მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწია და კინო-კრიტიკოსთა გულებიც დაიპყრო. 2010 – 2012 წლები გოსლინგის სამსახიობო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამ პერიოდში ითამაშა ფილმებში - „სევდიანი ვალენტინი“, „დრაივი“ და ა.შ
    2016 წელს გოსლინგმა მუზიკლში „ლა ლა ლენდი“ მიიღო მონაწილეობა, რომლისთვისაც ოქროს გლობუსი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის გადაეცა. 

  • 2011 წლიდან ხვდება მსახიობ, ევა მენდეს. ჰყავთ ორი შვილი.
    2002 – 2003 წლებში ხვდებოდა სანდრა ბალოკს, რომელიც ფილმ „მკვლელობების ათვლის“ გადაღებების დროს გაიცნო. 
    დედა - დონა გოსლინგი, მდივანი, ხოლო მამა - რეი გოსლინგი, მეზღვაური. 

  • არის კანადისა და ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ემა სტოუნთან, რაიან რეინოლდსთან...

  • მისი ჰობია ცეკვა, მუსიკის მოსმენა და ქსოვა.
  • აღსანიშნავია, რომ რაიან გოსლინგს საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია. თანაკლასელების მხრიდან მუდმივი ბულინგის გამო, დედამისმა რაიანი სკოლიდან გამოიყვანა და სახლში ამეცადინებდა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top