ალეკ ბოლდუინი (61 წლის)
  • მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი, კომიკოსი
  • 03 აპრილი, 1958 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • 1976 – 1979 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე. შემდგომში სწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტის ტიშის ხელოვნების სკოლაში გააგრძელა. 1994 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების მიმართულებით. 

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორ ამერიკელი მსახიობი. ბოლდუინის კარიერა სერიალში „ექიმები“(1980) თამაშით დაიწყო. მისი სადებიუტო ფილმი იყო „სამუდამოდ ლულუ“(1987). წლების განმავლობაში, ბოლდუინმა თავისი სამსახიობო ნიჭი საზოგადოებას მრავალფეროვანი როლების შესრულებით აჩვენა. მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი “NBC” – ის სერიალში - „სტუდია 30“ ში შესრულებული ჯეკ დონაგის როლისთვის.  მონაწილეობს ფილმებში: "გაქცევა"(1994), "მერკური ამოდის"(1998), "ნოთინგ ჰილი"(1999), "ავიატორი"(2004), "განდგომილები"(2006), "რომაული თავგადასავალი"(2012) და სხვ.
    თავისი გამორჩეული ხმის დამსახურებით, ბოლდუინმა არაერთი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი გაახმოვანა. მათ შორის: „მადაგასკარი 2“(2008) და „სიზმრების მცველი“(2009). როგორც კლასიკური მუსიკის მოყვარული, ბოლდუინი არის ნიუ იორკის ფილარმონიის  რადიო-შოუს წამყვანი. 2017 წელს 17 ჯერ უმანსპიძლა ღამის შოუს „Saturday Night Live“-ს, სადაც შეასრულა დონალდ ტრამპის როლი შეასრულა. აღნიშნული როლისთვის, ბოლდუინმა ემის ჯილდო მოიპოვა. 

  • ჰყავს მეუღლე - ჰილარია ტომასი, იოგას ინსტრუქტორი და ოთხი შვილი. დედა - ქეროლ ნიუკომბი, დიასახლისი,  ხოლო მამა - ალექსანდრე ბოლდუინი, მასწავლებელი.
    1993 წელს ბოულდუინმა ცოლად, მსახიობი კიმ ბესენჯერი მოიყვანა. შვიდ წლიანი ქორწინების შემდეგ,  2001 წელს ბესენჯერმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი. განქორწინების პროცესი მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაშორებამდე ბოლდუინის ოჯახში ადგილი ჰქონდა ალკოჰოლიზმსა და სასტიკ მოპყრობას. 2004 წელს, განქორწინების პროცესზე ბოლდუინს ბავშვის ნახვისა და აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს.

  • არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე
  • მისი ჰობია ბოქსი.
  • მსახიობი ჰოლივუდში ცნობილია, როგორც ლიბერალი და  ანტი-რესპუბლიკელი, რომლებსაც „მატყუარა ქურდებს“ უწოდებს. ის არის ლგბტ უფლებებისა და ცხოველთა უფლებების აქტიური მხარდამჭერი.

ეს პერსონა
Top