რიკარდო კაკა (37 წლის)
  • სპორტსმენი
  • 22 აპრილი, 1982 წელი - დაიბადა ბრაზილიაში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც  ბრაზილიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად ითვლება. 
    ფეხბურთელის ნამდვილი სახელია რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე, ხოლო მეტსახელი „Kaká“ უმცროსმა ძმამ შეარქვა, რადგან მისი სრული სახელის წარმოთქმა უჭირდა. ფეხბურთელობაზე პატარაობიდან ოცნებობდა, თუმცა 18 წლის ასაკში სერიოზული ტრამვა მიიღო - ცარიელ აუზში ჩავარდა და ხერხემლის მალები დაიზიანა. თუმცა, სპორტსმენი გამოჯანმრთელდა და თამაშის გაგრძელება შეძლო. კაკა ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი ფეხბურთელობა უფლის წყალობა და საჩუქარია. 
    საფეხბურთო კარიერა კაკამ ბრაზილიურ კლუბში „სან პაულოში“ დაიწყო. მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ფეხბურთელი ყველა მატჩში საოცარ გოლებს იტანდა. ეს არ დავიწყებია ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლუიშ ფელიპე სკოლარის, რომელმაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიკარდო კაკა წაიყვანა. 2003 წელს ფეხბურთელი „მილანში“ გადავიდა სათამაშოდ. რიკარდოსთვის პირველივე სეზონი წარმატებების მომტანი აღმოჩნდა. "მილანმა" მოიგო იტალიის ჩემპიონატი, კაკა კი გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიელმა კლუბში გადმოსვლისთანავე  ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. 
    კაკას კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული 2007 წელი იყო. კაკამ და „მილანმა” რისი მოგებაც შესაძლებელი იყო ყველაფერი მოიგეს იტალიაშიც და მის გარეთაც. გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რიკარდო კაკამ კი ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ამ სეზონში კაკა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად და საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ის ასევე გახდა ოქროს ბურთის მფლობელი და ფიფამაც ბრაზილიელი 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
    2010 წელს რიკარდო კაკა „რეალ მადრიდში“ გადავიდა. „მილანს” ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რეალმა მათ ასტრონომიული თანხა, 68 მლნ. ევრო შესთავაზა. ტრანსფერი შედგა და კაკამ მადრიდელებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2013 წელს კაკა კვლავ „მილანს“ დაუბრუნდა. 
    217 წელს კაკამ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა: „"ახალი ცხოვრებისეული ეტაპისთვის ვემზადები. მინდა, რომ ფეხბურთში დავრჩე, მაგრამ არა მოთამაშის როლში. ჩემი სურვილია, რომ მენეჯერი ან სპორტული დირექტორი გავხდე“.  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი პირველი იყო, რომელსაც Twitter -ზე 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

  • ამჟამად არ ჰყავს ცოლი. პირველი ცოლი - კაროლინ სელიკო, რომელიც 2005 წელს მოიყვანა ცოლად. მათ ორი შვილი შეეძინათ. 2015 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 

  • არის ბრაზილიისა და იტალიის მოქალაქე
  • მეგობრობს კრისტიანუ რონალდოსთან, იკერ კასილასთან, რიკარდუ კარვალიუსთან...

  • მისი ჰობია თავისუფალი დროის ოჯახთან გატარება და ვარჯიში.
ეს პერსონა
Top