კეტრინ ზეტა-ჯონსი (50 წლის)
  • მსახიობი
  • 25 სექტემბერი, 1969 წელი - დაიბადა უელსში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც საზოგადოების ყურადრება  „ზოროს ნიღაბში“(1998) შესრულებულით როლით მიიპყრო. 
    კეტრინმა სამსახიობო კარიერა პატარაობიდან დაიწყო. თავდაპირველად თეატრალურ დადგემბში მონაწილეობდა. კეტრინის პირველი სადებიუტო ფილმი იყო „1001 ღამე“, რომელიც 1990 წელს გამოვიდა. შემდგომ, მონაწილეობა მიიღო სერიალში „The Darling Buds of May“(1991 -1993), რომელიც ბრიტანეთში ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუ გახდა, ხოლო მსახიობმა შესრულებული როლისთვის საზოგადოების აღიარება მოიპოვა. 1992 წელს კეტრინმა მონაწილეობა მიიღო ჯორჯ ლუკასის სატელევიზიო სერიებში - „ახალგაზრდა ინდიანა ჯონსის ქრონიკები“. 
    შესრულებული როლებისთვის კეტრინმა რეჟისორ სტივენ სპილბერგის ყურადრება მიიქცია. სწორედ სპილბერგის რეკომენდაციის დამსახურებით მოხვდა კეტრინი „ზოროს ნიღაბის“ გადაღებებში. ანტონიო ბანდერასთან და ენტონი ჰოფკისთან ერთად შესრულებულმა როლმა, კეტრინს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2002 წელს, კეტრინი  მონაწილეობს მუსიკალურ ფილმში „ჩიკაგო“. ფილმს და მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს საერთაშორისო საზოგდოებიდან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. კეტრინმა შესრულებული როლისთვის ოსკარისა და „BAFTA“-ს ჯილდოები მიიღო. ერთი წლის შემდეგ, კეტრინმა ჯორჯ კლუნთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ოუშენის 12 მეგობარი“, რომელსაც ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად. 
    სამსახიობო კარიერის გარდა, ზეტა-ჯონსი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. ის გახლავთ ქალაქ სვონსში უნარშეზღუდულთა ცენტრის მფარველი, რომლისთვისაც საკმაოდ დიდი შემოწირულობები გაიღო. 2001 წელს კი, აუქციონზე გაიტანა ჩაცმულობა, რომელიც „ზოროს ნიღაბში“ ეცვა, ხოლო შეგროვებული თანხა, აფრიკაში შიდსით დაავადებულ პაციენტთა დასახმარებლად გადარიცხა. 2010 წელს ზეტა-ჯონს დრამაში შეტანილი წვლილისთვის, დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიენიჭა. 

  • ჰყავს ქმარი - მაიკლ დუგლასი, მსახიობი და პროდიუსერი, რომელზეც 2000 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. დედა - პატრიცია დუგლასი, დიზაინერი, ხოლო მამა - დევიდ ჯოუნსი, ტკბილეულის მწარმოებელი ქარხნის მფლობელი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს მელანია გრიფიტთან, ევა ლონგორიასთან, ჯულია რობერტსთან ...

ეს პერსონა
Top