მეთიუ მაკკონაჰი (50 წლის)
  • მსახიობი, პროდიუსერი
  • 04 ნოემბერი, 1969 წელი - დაიბადა ტეხასში
  • 1993 წელს დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ტელე-რადიო-კინო მეცნიერებებში.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა „მოწეულები და აფორიაქებულები“, „კონტაქტი“, „დალასის შემსყიდველთა კლუბი“ და ა.შ.
    მეთიუს სამსახიობო კარიერა 1990-იან წლებში იწყება. მეორე ხარისხოვანი როლების შესრულების შემდეგ, 90-იანი წლების შუა წლებიდან მაკკონაჰის აღმავლობის ხანა იწყება. 1996 წელს მთავრი როლი შეასრულა ფილმში „მკვლელობის დრო“, რომელშიც ადვოკატ ჯეიკ ბრიგანსის პერსონაჟი განასახიერა. 1997 წელს მონაწილეობდა ფილმებში „ამისტადი“ და „კონტაქტი“, ხოლო 1998 წელს მეთიუმ კომედიურ ფილმში „ედი ტელევიზიიდან“ შეასრულა მთავარი როლი.
    2000-იან წლებში მეთიუ კომედიური ჟანრის ფილმებში იღებდმა მონაწილეობას. 2001 წელს ჯენიფერ ლოპესთან ერთად ითამაშა ფილმში „ქორწილების ორგანიზატორი“, ხოლო 2003 წელს კეიტ ჰიუდსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „როგორ დავკარგოთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“. ორივე ფილმი კომერციულად წარმატებული გამოდგა. 2005 წელს მეთიუ მაკკონაჰისა და პენელოპა კრუზის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „საჰარა“. ამავე წელს ჟურნალმა „People“-მა მსახიობი წლის „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ დაასახელა. 2000-იანი წლების მიწურულს, მაკკოჰენმა გადაწყვიტა კომედიური ჟანრიდან დრამაში გადაენაცვლა და უფრო სერიოზული როლების შესრულებაზე დაიწყო მუშაობა. 
    2013 წელს ჯენიფერ გარნერის, ჯარედ ლეტოსა და მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „დალასის შემსყიდველთა კლუბი“. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კინოკრიტიკოსთა გილდიის პრემია მიიღო. 2014 წლიდან ვუდი ჰარელსონთან ერთად მონაწილეობდა  HBO-ს სერიალში „ნამდვილი დეტექტივი“. ამავე წელს მეთიუს მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „ინტერსტელარი“. 
    ამჟამად, მეთიუ აგრძელებს სამსახიობო კარიერას. 2019 წელს მსახიობის მონაწილეობით გამოვიდა ფილმები: „სერენიტი“ და „მოხეტიალე“.

  • ჰყავს ცოლი - კამილა ალვეში, მოდელი, რომელზეც 2011 წელს იქორწინა. ჰყავთ სამი შვილი. დედა - მერი კეტლინი, ყოფილი ბაღის მასწავლებელი, ხოლო მამა - ჯეიმს დონალდ მაკკონაჰი, ბიზნესმენი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ვუდი ჰარელსონთან, სნუპ დოგთან, ეშტონ კაჩერთან, სანდრა ბულოკთან...

ეს პერსონა
Top