გულია გოცირიძე (60 წლის)
  • თბილისის საკრებულოს წევრი
  • 05 იანვარი, 1960 წელი - დაიბადა სოფელ ლენჯერში
  • დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი საბუღალტრო აღრიცხვისა და ეკონომისტის სპეციალობით. სწავლობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. არის მე-5 და მე-6 მოწვევის თბილისი საკრებულოს წევრი. რამდენიმე წელია, რაც გლდანის განვითარებაზე ზრუნავს და მის მიზნებსა და პრიორიტეტებს შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარების ხელშეწყობა. 

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო შპს „კარიბჭეს“ მენეჯერ-ეკონომისტი, ქალთა კლუბ „მომავლის პარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე და ისტორიის პედაგოგი „ოქროს ვერძსა“ და 128-ე საჯარო სკოლაში. არის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top