ჩედვიკ ბოუსმენი (41 წლის)
  • მსახიობი
  • 29 ნოემბერი, 1977 წელი - დაიბადა სამხრეთ კაროლინაში
  • 2000 წელს დაამთავრდა ჰოვარდის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით, სადაც რეჟისურას ეუფლებოდა.    

  • რეჟისორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც Marvel-ის კინოსამყაროს ერთ-ერთი სუპერგმირის, შავი პანტერას როლი ითამაშა. ბოუსმენი ასევე ცნობილია ისეთი ისტორიული პერსონაჟების როლის შესრულებით, როგორებიც არიან ჯეკი რობინსონი ფილმში „42“(2013), ჯეიმს ბრაუნი ფილმში „ადექი“(2014) და თეგრუდ მარშალი ფილმში „მარშალი“(2017).
    ბოუსმენმა მარველის კომიქსების პერსონაჟის, შავი პანტერას როლის შესრულება 2016 წელს დაიწყო, ფილმში „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“, რომელიც ეფუძნება მარველის კომიქსების ამავე სახელწოდების სუპერგმირის გუნდის თავგადასავლებს. ფილმმა კრიტიკოსებისა და მიმოხილვებისგან მაღალი შეფასებები მიიღო. 2018 წელს კი გამოვიდა ფილმი „შავი პანტერა“, რომელში ყურადღება გამახვილებულია ბოუსმენის პერსონაჟზე და აფრიკაში მდებარე ქვეყანა - ვაკანდაზე. ფილმს საზოგადოება დიდი მოლოდინებით შეხვდა. იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ამერიკის ისტორიაში. 

  • დედა - კეროლინ ბოუსმენი, ექთანი, ხოლო მამა - ლეროი ბოუსმენი, საფეიქრო ბიზნესის მფლობელი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს მაიკლ ჯორდანთან, ჯოზეფ გორდონ ლევიტთან, რაიან კუგლერთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top