დაიან კიტონი (74 წლის)
  • მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი
  • 05 იანვარი, 1946 წელი - დაიბადა ლოს-ანჯელესში
  • სწავლობდა ორენჯ ქოასთის კოლეჯში სამსახიობო ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა არ დაუმთავრებია.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ვუდი ალენის ფილმებში შესრულებული როლებით. 
    1964 წელს დაიან კიტონი სამსახიობო კარიერის დასაწყებად ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 1968 წელს მონაწილეობა მიიღო ბროდვეის მუზიკლში „Hair“, სადაც ფინალურ სცენაში გაშიშვლებაზე უარი განაცხადა. ცხრა თვის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო ვუდი ალენის სპექტაკლში „Play It Again, Sam“, რისთვისაც ტონის ნომინაციაზე წარადგინეს. 1970 წელს შედგა კიტონის დებიუტი ფილმში „Lovers and Other Strangers“. საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში 1972 წელს მოექცა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფრენსის კოპოლას ფილმში „ნათლია“, რომელშიც კეი ადამსის როლი განასახიერა. ფილმს არნახული ფინანსური წარმატება ხვდა წილად და ასევე, მოიპოვა ოსკარი. 1970-იანი წლები მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული პერიოდი აღმოჩნდა. როგორც ვუდი ალენის შთაგონების წყარო, მონაწილეობა მიიღო რეჟისორის ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „მძინარე“(1973), „სიყვარული და სიკვდილი“(1975), „ინტერიერი“(1978)და ა.შ. 1979 წელს ვუდი ალენისა და დაიან კიტონის კოლაბორაცია მთავრდება ფილმით „მანჰეტენი“. ამის შემდგემ, მათი გზები 1993 წლამდე არ გადაკვეთილა. 
    სამსახიობო კარიერის გარდა, კიტონი აქტიურად ჩაერთო სარეჟისორო საქმიანობაშიც. 1987 წელს გადაიღო ფილმი „სამოთხე“, რომელიც სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის არსებობას შეეხებოდა. მისი გადაღებულია ცნობილი მომღერლის, ბელინდა კარლაილის არაერთი ვიდეო, მათ შორის ცნობილი ჰიტის „Heaven Is a Place on Earth“-ის ვიდეო-კლიპი.  
    1990-იანი წლებისთვის კეტონმა ჰოლივუდში დაიმკვიდრა თავი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და ნიჭიერმა მსახიობმა. 1996 წელს გოლდი ჰოუნის, ბეტ მიდლერისა და დაიან კიტონის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „პირველი ცოლების კლუბი“. ფილმი მოგვითხრობს შუა ხნის ქალებზე, რომლებსაც ქმრები ახალგაზრდა გოგონების გამო გაშორდნენ. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. კიტონს კრიტიკოსებმა „ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი ფილმის მსახიობი“ უწოდეს. 2000-იან წლებში მსახიობი კვლავ აქტიურად ჩნდება დიდ ეკრანებზე. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „დიდი ქორწილი“(2006), „რადგანაც მე ასე მინდა“(2007), „დედიკო“(2008), „დილა მშვიდობისა“(2010) და ა.შ.
    2011 წელს გამოსცა წიგნი „Then Again“, რომელშიც კეტონი საუბრობს დედამისთან და ოჯახის სხვა წევრებთან არსებულ ურთიერთობებზე. 2014 წელს გამოუშვა მეორე წიგნი „Let’s Just Say It Wasn’t Pretty“, რომელშიც ყურადღება ფოკუსირებულია საზოგადოების სილამაზის სამყაროსადმი დამოკიდებულებაზე. აღსანიშნავია, რომ მსახიობი კატეგორიულად ეწინაარმდეგება პლასტიკურ ქირურგიას და წიგნში, სწორედ მოდის სტანდარტების მსხვრევაზე ამახვილებს ყურადღებას. 

  • არ არის დაქორწინებული. 50 წლის ასაკში იშვილა ორი ბავშვი - დექსტერი და დიუკი. დედა - დოროთი დინი, დიასახლისი და მოყვარული ფოტოგრაფი, მამა - ჯონ ჰოლი, სამოქალაქო მშენებელი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ვუდი ალენთან, მერილ სტრიპთან, მეგ რაიანთან, ლიზა კუდროუთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top