ჩარლზ მქრეი ბლოუ (49 წლის)
  • The New York Times -ის კოლამნისტი, მწერალი
  • 11 აგვისტო, 1970 წელი - დაიბადა ლუიზიანაში
  • 1991 წელს დაამთავრა გრემბლინგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით. 

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „The New York Times“-ის კოლუმნისტი და ჟურნალისტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,  „The Detroit News“-ში გრაფიკოსად დაიწყო მუშაობა. 1994 წლიდან შეუერთდა New York Times -ის გამომცემლობას და გრაფიკისა და სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე დაიწყო მუშაობდა. 2006 წელს ბლოუ გახდა ჟურნალ „National Geographic“ -ის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2008 წელს ის კვლავ საგაზეთო სფეროს დაუბრუნდა -  „The New York Times“-ში საკუთარი სვეტი შექმნა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე აქვეყნებდა მიმოხილვებს. 
    2014 წელს ბლოუმ მემუარების კრებული გამოაქვეყნა, სახელწოდებით „Fire Shut Up In My Bones“. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის  9/11 -ისა და ერაყის ომის  გაშუქებისთვის. 
    2014 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ  ბისექსუალია. დიდი ანტიპათიით არის განწყობილი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ. 2016 წლის აგვისტოში „CNN“-ის ეთერში გამოსვლისას, ტრამპს „ფანატიკოსი“, ხოლო მისი მხარდამჭერებს - „ამ ფანატიზმის ნაწილი“ უწოდა. 

  • არ არის დაქორწინებული. ჰყავს სამი შვილი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top