ჯონ ბოლტონი (70 წლის)
  • ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი
  • 20 ნოემბერი, 1948 წელი - დაიბადა ბალტიმორში, აშშ-ში
  • 1974 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი. აღნიშნულ პოსტს ბოლტონი 2018 წლის 9 აპრილიდან 2019 წლის 10 სექტემბრამდე იკავებდა.  მისი საგარეო პოლიტიკის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს რეჟიმების შეცვლა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ირანი, სირია, ლიბია, ვენესუელა, კუბა იემენი და ჩრდილოეთ კორეა. ის ერაყის ომის(2003) დაწყების მომხრე იყო და დღემდე აგრძელებს ამერიკის ერაყში შეჭრის პოლიტიკის მხარდაჭერას. რესპუბლიკური პარტიის წევრის პოლიტიკური შეხედულებები ახლოს დგას ამერიკულ ნაციონალიზმთან და კონსერვატიზმთან. თავის თავს კი, ბოლტონი „პრო-ამერიკელს“ უწოდებს. 
    რესპუბლიკელი კონსერვატორის კარიერა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში მუშაობით დაიწყო, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გენერალური პროკურორის თანაშემწის პოზიციებზე იმუშავა. 1989 წლიდან 1993 წლამდე, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის პრეზიდენტობის დროს, იგი საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში  სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. 2005 წელს ბოლტონი  გაეროში ა.შ.შ-ის ელჩად დანიშნა. ჟურნალმა „The Economist“-მა ბოლტონი მოიხსენია, როგორც „ყველაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ელჩი, რომელიც ამერიკას ოდესმე გაეროში გაუგზავნია“.  2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბოლტონი  მიტ რომნის მრჩეველად მუშაობდა. 
    ბოლტონი ევროკავშირის კრიტიკოსია. ზოგადად, ის გლობალიზმის მოწინააღმდეგეა. შესაბამისად, მისი სკეპტიციზმი არც არის გასაკვირი. თავის წიგნში „დანებება არ არის არჩევანი“ მან ევროკავშირი მოიხსენია როგორც „დიპლომატიური მანიპულირების დაუსრულებელი პროცესი“. ხოლო 2019 წლიდან, უკვე როგორც ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი, „ბრექსიტის“ აქტიურ მხარდამჭერად მოევლინა საზოგადოებას. 2019 წლის აპრილში „Sky News“-თან მიცემულ ინტერვიუში მან „ბრექსიტის“ კნეჭისყრის შედეგების განუხორციელებლობისთვის ინგლისის „პოლიტიკური კლასი“ გააკრიტიკა. 
    აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 12 ივნის, აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჯონ ბოლტონს შეხვდა. ბოლტონი საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვდერას Twitter-ზე შემდეგი სახის პოსტი მიუძღვნა: „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლისთავს ეძღვნებოდა". 

  • ჰყავს ცოლი - გრეტჩენ ბოლტონი, ფინანსისტი. ჰყავს ერთი შვილი. დედა - ვირჯინია გოდფრეი, დიასახლისი, ხოლო მამა - ედუარდ ბოლტონი, მეხანძრე.

  • არის ამერიკის მოქალაქე
ეს პერსონა
Top