ნიკ აიერსი (37 წლის)
  • პოლიტიკოსი
  • 16 აგვისტო, 1982 წელი - დაიბადა ჯორჯიაში
  • 2009 წელს დაამთავრა კენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში. აიერსი ასევე დიდ ბრიტანეთში, სურეის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს  სწავლობდა. 

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკური სტრატეგი და კონსულტანტი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შტაბის უფროსად მუშაობდა 2017 წლის ივლისიდან 2019 წლის იანვრამდე. „ახალგაზრდა, მდიდარი და ერთგული: ამომავალი ვარსკვლავი რესპუბლიკური პარტიისა, რომელიც ტრამპის აპარატის ხელმძღვანელი გახდა“ - ასეთი ჰედლაინით შეხვდა CNN-ი აიერსის დაწინაურების ამბავს. 
    2010 წელს, აიერსი ამერიკული ჟურნალის „Time“- ის 40 ყველაზე გავლენიან პოლიტიკოს შორის დასახელდა, რომლებიც ორმოც წელს არ აღემატებოდნენ. ნიკ აირესმა პოლიტიკური აქტივობა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან დაიწყო. ის შეუერთდა კოლეჯის რესპუბლიკელთა პარტიას და მალევე მისი პრეზიდენტი გახდა. დიდ პოლიტიკურ ასპარეზში ის 2011 წელს ჩაერთო, როდესაც მინესოტას გუბერნატორმა, ტიმ პაულენტმა(რესპუბლიკური პარტია) თავისი საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერად მოიწვია. 
    აიერსის მოგზაურობა ტრამპის ადმინისტრაციისკენ 2011 წელს დაიწყო, როდესაც იგი პირველად შეხვდა რესპუბლიკელ მაიკ პენს ვაშინგტონში. მიუხედავად იმისა, რომ ის და პენსი ოფიციალურად ერთად არ მუშაობდნენ, ერთმანეთთან კავშირს მაინც ინარჩუნებდნენ. 2015 წელს აიერსი მთავარი კონსულტატის როლით შეუერთდა პენსის გუბერნატორობის ხელახალ საარჩევნო კამპანიას. ხოლო მას შემდეგ, რაც მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დაინიშნა, მან აიერსი შტაბის უფროსად დანიშნა. 
    2018 წლის 9 დეკემბერს აიერსმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას ამცნო, რომ მალე ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა. ამჟამად, აიერსი საერთაშორისო ქრისტიანული მსახურების „Leading The Way”-იდ საბჭოს წევრი და მდივანია, რომელსაც პასტორი, მაიკლ იუსუფი ხელმძღვანელობს. ის ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწას ჯორჯიაში, რომელიც $2.5 მილიონად არის შეფასებული.

  • ჰყავს მეუღლე - ჯეიმი ფლოიდი და სამი შვილი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top