სილვია კაუფმანი (64 წლის)
  • "ლე მონდის" მთავარი რედაქტრი
  • 30 ოქტომბერი, 1955 წელი - დაიბადა მარსელში
  • დაამთავრა ექსან პროვანსის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი და ჟურნალისტთა სასწავლო ცენტრი პარიზში. ასევე დამთავრებული აქვს დეუსტოს უნივერსიტეტი, სადაც ესპანურ ენას დაეუფლა. 

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფრანგი ჟურნალისტი,  რომელიც გახდა საფრანგეთის წამყვანი გაზეთის „Le Monde“-ის პირველი ქალი აღმასრულებელი რედაქტორი.
    თავდაპირველად, მუშაობდა სააგენტო "ფრანს-პრესში“, როგორც უცხოეთის კორესპოდენტი. რვა წლის შემდეგ, 1987 წელს კაუფმანი შეუერთდა „Le Monde“-ის მოსკოვის განყოფილებას. 1988 – 1993 წლებში აშუქებდა საბჭოთა ბლოკის ჩამოშლისა და ევროპის ახალი დემოკრატიების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საკითხებს. ამის შემდეგ, გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მუშაობდა როგორც ვაშინგტონის კორესპოდენტად, ხოლო შემდგომ, ნიუ-იორკის ბიუროს უფროსად. 9/11 -ის მოვლენების შემდეგ, დაბრუნდა პარიზში და როგორც უფროსი მწერალი, თავდასხმების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე წერდა. სილვიამ ამერიკის საკითხებზე ობიექტური რეპორტინგისთვის, საზოგადოებაში ფართო აღიარება მოიპოვა. 2002 -2003 წლებში მოგზაურობდა ლათინურ ამერიკაში და არგენტინის ფინანსურ კრიზისზე წერდა. 2004 წლიდან 2006 წლამდე, სილვია იყო გაზეთ „Le Monde“-ის აღმასრულებელი რედაქტორი. ამის შემდგომ, სილვია სინგაპურში გადავიდა და მუშაობდა, როგორც უფროსი კორესპოდენტი სამხრეთ აზიის, ჩინეთისა და ინდოეთის საკითხებზე. 
    ამჟამად ასრულებს ერთ-ერთი მთავარი რედაქტორის მოვალეობას. თანამშრომლობს გაზეთ New York Times-თან.

  • ჰყავს ქმარი - პიერ ბიულერი, დიპლომატი. ჰყავს ორი შვილი.

  • არის საფრანგეთის მოქალაქე
ეს პერსონა
Top