ჯონათან კეიპჰარტი (52 წლის)
  • "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი, ტელეწამყვანი
  • 02 ივლისი, 1967 წელი - დაიბადა ნიუ-ჯერსიში
  • 1989 წელს დაამთავრა კარლეტონის კოლეჯი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი ჟურნალისტი.
    1993 – 2000 წლებში, კეიპჰარტი „New York Daily News“-ის სარედაქციო საბჭოს წევრად მუშაობდა. 1999 წელს გაზეთის სარედაქციო გუნდმა პულიცერის პრემია მიიღო სტატიების სერიისათვის, რომელმაც ჰარლემის სამუსიკო დარბაზის „აპოლოს თეატრის“ გადარჩენა შეძლო. 2000-2001 წლებში მუშაობდა ახალი ამბების სააგენტოში „Bloomberg News“. 2001 წლის ნიუ-იორკის მერის არჩევნებში კეიპჰარტი მაიკლ ბლუმბერგის პოლიტიკური მრჩეველი იყო. 2007 წლიდან კეიპჰარტი, როგორც ჟურნალისტი და სარედაქციო საბჭოს წევრი, მუშაობას იწყებს „Washington Post“-ში. 2014 წელს, ჟურნალმა „The Advocate“-მა კეიპჰარტი მედიაში ყველაზე გავლენიან ორმოცდაათ ლგბტ  ადამიანებს შორის დაასახელა.
    ამჟამად, ჟურნალისტი „Washington Post“-ის სარედაქციო საბჭოს წევრია და წერს სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. კეიპჰარტი არის პოდკასტის „Cape Up“-ის წამყვანი და ასევე, „MSNBC“-ის კონტრიბუტორი. 

  • არის დაქორწინებული. 2017 წელს ოჯახი შექმნა ბოიფრენდთან, ნიკ შმიდტთან ერთად.

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top