ქრიშტიან ამანპური (61 წლის)
  • CNN-ის სახე, CNN Internationa-ის წამყვანი, PBS-ის ღამის გადაცემის „გლობალური ამბების წამყვანი
  • 12 იანვარი, 1958 წელი - დაიბადა ლონდონში
  • 1983 წელს დაამთავრა როდ-აილენდის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც CNN -ის მთავარი საერთაშორისო წამყვანი და „CNN International”-ის სახე. ქრისტიან ამანპური დიდ ბრიტანეთში დაიბადა, თუმცა 11 წლამდე თეირანში იზრდებოდა. მამამისი ირანული ავიაკომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა და აქედან გამომდინარე, ამანპურების ოჯახი თეირანში, მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ქრისტიანის ოჯახი ისლამური რევოლუციის შემდეგ, საცხოვრებლად, კვლავ ლონდონში დაბრუნდა. ამანპურიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანის დატოვება არავის დაუძალებია, წამოსვლის მიზეზად კი, ირან-ერაყის ომი დაასახელა. 
    საერთაშორისო თემებზე მისი პირველი რეპორტაჟები სპარსეთის ყურის კრიზისს უკავშირდებოდა. 90-ანი წლების დასაწყისში, კრისტიან ამანპური ომის რეპორტიორი ქალის ერთგვარი განსახიერება გახდა. მან გააშუქა ისეთი კონფლიქტები, როგორიცაა: ერაყის ქუვეითში შეჭრა. ომის შემდეგ, ის ერაყში ქურთების აჯანყებას აშუქებდა. 1992 წელს, ამანპური ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩავიდა, რათა იქ დაწყებული ძალადობის შესახებ საზოგადოებისთვის მოეთხრო. მისმა რეპორტაჟებმა მსოფლიოს ყურადღება კონფლიქტისათვის დამახასიათებელი სისასტიკით მიიპყრო. თუმცა, მისი რეპორტაჟები ბევრმა გააკრიტიკა კიდეც, რადგან ფიქრობდნენ, რომ რეპორტინგის მაგივრად, ამანპური მასალის რედაქტირებას ახდენდა და სერბების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას ავლენდა.  
    ქრისტიან ამანპური მრავალი საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. 2002 წელს ედუარდ მაროუს  ჯილდო მიიღო, ხოლო 2007 წელს, მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს. 

  • 1998 წლიდან  2018 წლამდე, დაქორწინებული იყო ამერიკელ ჟურნალისტზე და ყოფილ დიპლომატზე, ჯეიმს რუბინზე. ჰყავს შვილი - დარიუს ჯონ რუბინი. მამა - მოჰამედ ამანპური, ხოლო დედა - პატრიცია ჰილი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top