ანდერსონ კუპერი (52 წლის)
  • CNN შოუს „AC360” წამყვანი და „60 წუთის“ კორესპონდენტი.
  • 03 ივნისი, 1967 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • 1989 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში. 

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი ჟურნალისტი და სატელევიზიო პერსონა, რომელიც გახლავთ CNN-ის ახალი ამბების შოუს „Anderson Cooper 360°“ წამყვანი.
    ჟურნალისტიკის სფეროში ყოველგვარი ფორმალური განათლების გარეშე მოხვდა. 1990-იან წლებში, კორესპონდენტად მუშაობამ ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება შესძინა. მიუხედავად ამისა, კუპერი ვიეტნამში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ვიეტნამის ეროვნულ უნივერსიტეტში ვიეტნამური ენის შესწავლა დაიწყო.
    თავდაპირველად მუშაობდა ახალი ამბების სააგენტოში „Channel One“, ფაქტების შემმოწმებლად(fack-checker). კუპერი გაყალბებული პრეს-აკრედიტაციით გადავიდა მიანმარში, სადაც მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული ბირმელი სტუდენტების შესახებ მოამზადა რეპორტაჟები. საბოლოოდ, მან შეძლო „სახლში დამზადებული“ მასალების Channel One-ისთვის მიყიდვა. 1995 წელს კუპერი ABC News-ის კორესპონდენტად იწყებს მუშაობას. 1999 წელს გახდა თანაწამყვანი გადაცემისა „World News Now“. 2000 წელს კუპერმა დროებით შეიცვალა პროფესია და რეალითი შოუს „The Mole“-ის წამყვანი გახდა. როგორც ჟურნალისტმა მოგვიანებით განაცხადა: „ტელეწამყვანად მუშაობის დროს, 2-4სთ მეძინა ხოლმე, რის გამოც ძალიან გადავიღალე და მჭირდებოდა ცვლილებები.  მინდოდა თავი ახალი ამბებისგან ცოტათი გამეწმინდა.“ 2001 წელს, 9/11-ს განვითარებული მოვლენების შემდეგ, კუპერი CNN-ის ახალი ამბების გუნდს შეუერთდა. 2003 წლიდან Anderson Cooper 360°-ის წამყვანი გახდა. 2005 წელს აშუქებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრი ლანკის დამანგრეველი ცუნამი, კედრების რევოლუცია ლიბიაში, საკვების კრიზისი ნიგერიაში და ა.შ. 2006 წელს კუპერმა გამოაქვეყნა საკუთარი მემუარები, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერი გახდა.
    2007 წელს კუპერმა CNN-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც მისი წლიური ხელფასი 4 მლნ. დოლარი გახდა. ამავე წელს გახდა „CNN Heroes: An All-Star Tribute“-ის წამყვანი. გადაცემა მაყურებლებს მოუთხრობდა ჩვეულებრივი ადამიანების არაჩვეულებრივი საქმეების შესახებ. 2016 წელს კუპერი გახდა პირველი გეი მოდერატორი, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატების, დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის გამართული დებატები მიყავდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე, კუპერი საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ არ საუბრობდა. თუმცა, 2014 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა, რომ აეცილებინა თავიდან, საჯაროდ განაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ.

  • ამჟამად არ ჰყავს მეუღლე.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ენდი კოჰენთან, კეტი გრიფინთან, მარკ კონსუელოსთან...

  • მისი ინტერესების სფეროა: საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა, მედია
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top