შერინ ბანი (43 წლის)
  • ინდოელი ჟურნალისტი, CNBC-TV18 ტელეწამყვანი
  • 20 აგვისტო, 1976 წელი - დაიბადა ქაშმირში
  • სწავლობდა დელის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფილოსოფიის მიმართულებით. შემდგომ, სწავლა  პუნის უნივერსიტეტში გააგრძელა და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების მიმართულებით - კინო და ტელე მიმართულების სპეციალისტი. 

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „CNBC-TV18“-ის მთავარი რედაქტორი, წამყვანი და ჟურნალისტი. წარმოშობით ინდოელმა ჟურნალისტმა, შერინ ბანიმ თავისი კარიერა დაიწყო, როგორც ახალი ამბების მკვლევარმა. იგი მალევე შეუერთდა ინდური ტელევიზიის „UTV“-ს ახალი ამბებისა და მიმდინარე საკითხების განყოფილებას და ისეთ გადაცემების პროდიუსერი გახდა, როგორიცაა: „ჩვენ, ხალხი“ და „ცეცხლის ხაზი“. 2000 წლიდან, ის „CNBC-TV18“-თვის იწყებს მუშაობას. 2013 წელს მთავარი რედაქტორის, უდაიან მუქერჯის წასვლის შემდეგ, აღნიშნულ პოსტს შერინ ბანი იკავებს. 
    ის, ასევე გახლავთ წამყვანი და რედაქტორი გადაცემისა „Young Turks“ - ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო შოუ, რომელმაც უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, ახალი ამბების პროგრამირებაში საკუთარი ნიშა დაიკავა. 
    ორჯერ დაჯილდოვდა „News Television“-ის პრიზით საუკეთესო ბიზნეს თოქ შოუს ნომინაციაში. 2005 წელს, ინდოეთის სამრეწველო და სავაჭრო ფედერაციამ მედიაში შეტანილი წვლილისთვის შერინ ბანის „წლის საუკეთესო ქალის“ ჯილდო გადასცეს. 2009 წელს, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე  ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დასახელდა.  
    ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი, შერინ ბანი, საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ფეისბუქ გვერდზე მას 288K მიმდევარი ჰყავს, ინსტაგრამზე - 7.9K, ხოლო ტვიტერზე - 108K მიმდევარი. 

  • არის განქორწინებული. მისი ყოფილი მეუღლის ვინაობა უცნობია, რადგან  შერინ ბანი პირადზე ხმამაღლა არ საუბრობს. 

  • არის ინდოეთის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top