გლენ გრინვალდი (52 წლის)
  • ამერიკელი ჟურნალისტი, ავტორი, იურისტი
  • 06 მარტი, 1967 წელი - დაიბადა ნიუ იორკში
  • 1990 წელს დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში. 1994 წელს ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამთავრა და სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია გაზეთ „The Guardian“- ში გამოქვეყნებული ანგარიშების სერიით, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ა.შ.შ-ისა და დიდი ბრიტანეთის გლობალური სათვალთვალო პროგრამები. ანგარიშები და ცნობები ედვარდ სნოუდენის მიერ მოპოვებულ საიდუმლო მასალებზე დაყდნობით მომზადდა. ამ ანგარიშების გამო, გლენ გრინვალდმა და მისმა გუნდმა პულიცერის პრემია და ჯორჯ პოლკის ჯილდო მიიღეს. 
    სნოუდენის ფაილების გამჟღავნებამდე, გრინვალდი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კოლუმნისტად მოიაზრებოდა. საკონსტიტუციო ადვოკატად ათწლიანი მუშაობის შემდეგ, გლენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ბლოგების წერა დაიწყო. 2013 წელს, ლაურა პოტრასთან და ჯერემი სკაჰილთან ერთად ახალი ამბების ონლაინ-გამოცემა - „The Intercept“ დაარსა და დღემდე მის რედაქტორად მუშაობს.

  • ჰყავს მეუღლე - დევიდ მირანდა. 2017 წელს ორი ბავშვი იშვილეს. მშობლები - არლინ და დანიელ გრინვალდები. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • 2007 წლიდან მუშაობდა ამერიკული სიახლეებისა და შეხედულებების საიტისთვის -„Salon“. გრინვალდის ჟურნალისტურმა გამოძიებებმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „2001 წლის ციმბირული წყლულის შეტევა“ და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ჯონ ბრენანის კანდიდატურის განხილვამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმმა, რეიჩელ მედოუმ გრინვალდს „მემარჯვენეების ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი“ უწოდა. 
    გლენ გრინვალდი კრიტიკულად განწყობილი როგორც დემოკრატების, ასევე  რესპუბლიკელების მიერ განხორციელებული ქმედებებისა. 2010 წელს ის წერდა, რომ „ყველაზე ცუდი და ტირანული  ქმედებები ვაშინგტონში, ორპარტიული სისტემის საფუძველზეა მხარდაჭერილი.“ თავის პირველ წიგნში - „როგორ მოიქცეოდა პატრიოტი?“(2006), გრინვალდი წერს, რომ ის არც კონსერვატორია და არც ლიბერალი და მხარს უჭერს ძალთა წონასწორობას და კონსტიტუციურად დაცულ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top