რიჩარდ ბლუმენთალი (73 წლის)
  • აშშ-ის სენატორი კონექტიკუტის შტატიდან
  • 13 თებერვალი, 1946 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • ბაკალავრის დიპლომი ჰარვარდის უნივერსიტეტში მოიპოვა. 1973 წელს კი, იელის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა დაამთავრა და იურისპრუდენციაში  დოქტორის ხარისხი მიიღო.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ა.შ.შ-ის სენატორი და პოლიტიკოსი. ბლუმენთალი არის დემოკრატიული პარტიის წევრი. სენატორობამდე, იყო კონექტიკუტის გენერალური პროკურორი. დღესდღეობით, ის სენატის მეორე ყველაზე მდიდარ წევრად ითვლება, რომლის შემოსავალიც $100 მლნ. აღწევს. 
    იელის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ბლუმენთალი „Yale Law Journal“ -ის მთავარ რედაქტორად მუშაობდა. მისი თანაკურსელები იყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ბილ და ჰილარი კლინტონები, მომავალი უმაღლესი სასამართლოს წევრი, კლარინს ტომასი და რადიო წამყვანი, მაიკლ მედვედი. 
    მისი პოლიტიკური კარიერა სენატორ აბრაამ რიბიკოფის ადმინისტრაციული თანაშემწის პოზიციით დაიწყო.  31 წლის ასაკში, ბლუმენთალი კონექტიკუტის გენერალურ პროკურორად დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე 1977 – 1981 წლებში მუშაობდა. გენერალურ პროკურორად მუშაობის დაწყებამდე, ბლუმენთალი იურიდიული კომპანიის „Cummings & Lockwood“ -ის პარტნიორი იყო. 1980 -იან წლებში, კონექტიკუტის შტატში სიკვდილით დასჯის წესის წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი ეს ნაბიჯი განპირობებული იყო არასწორი განაჩენით, რომელიც ფლორიდაში, პატიმარ ჯოზეფ გრინ ბრაუნს ჰქონდა მისჯილი. ბლუმენთალმა შეძლო პატიმრის სიცოცხლის დახსნა და დაგეგმილი სიკვდილით დასჯა, განხორციელებამდე სულ რაღაც 15 საათით ადრე შეაჩერა.  

  • ჰყავს მეუღლე - სინტია მალკინი და ოთხი შვილი. დედა - ჯეინ როუზენსტოკი, ხოლო მამა - მარტინ ბლუმენთალი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ბილ კლინტონთან, ჩაკ შუმერთად, ბილ ქერისთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top